დღეს კრიპტოსამყაროში: Coinbase-ი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ხაზინას არ შეუძლია GENIUS აქტის გვერდის ავლა, ხოლო ბანკები სტეიბლკოინების საპროცენტო განაკვეთებზე სრულ აკრძალვას ითხოვენ. Robinhood-ის კრიპტო შემოსავალი მესამე კვარტალში 300%-ით გაიზარდა, ხოლო Galaxy-მა 2025 წლის საპროგნოზო ფასი $185,000-დან $120,000-მდე შეამცირა.
ბანკები აშშ-ის ხაზინისგან სტეიბლკოინის საპროცენტო განაკვეთების სრულ აკრძალვას ითხოვენ — Coinbase-ი ამის წინააღმდეგია
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებებს იღებს კრიპტო კომპანიებისა და ტრადიციული საბანკო ჯგუფებისგან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს GENIUS აქტი — კანონი, რომელიც სტეიბლკოინით გადახდებს არეგულირებს აშშ-ში.
სამშაბათს Coinbase-მა დეპარტამენტს მოუწოდა, სტეიბლკოინების საპროცენტო განაკვეთების გადახდის აკრძალვა გავრცელებულიყო მხოლოდ ემიტენტებზე (გამომშვებებზე), არა-ემიტენტებისზე, მაგალითად, კრიპტო ბირჟებზე კი არა.
ამავდროულად, რამდენიმე საბანკო ჯგუფმა, რომელსაც ბანკების პოლიტიკის ინსტიტუტი (BPI) ხელმძღვანელობს, ხაზინას მოუწოდა, აკრძალვა არა-ემიტენტებზეც გაევრცელებინა და მოითხოვა სტეიბლკოინის საპროცენტო განაკვეთების გადახდის სრული აკრძალვა.
ეს იყო GENIUS აქტის განხორციელების შესახებ საზოგადოებრივი კომენტარების მეორე რაუნდი, რომელიც სამშაბათს დასრულდა.
ოთხშაბათს, ერთობლივი განცხადებით, BPI-მა და რამდენიმე საბანკო ჯგუფმა აღნიშნა, რომ მათ ხაზინას მოუწოდეს, სტეიბლკოინის საპროცენტო განაკვეთების გადახდის აკრძალვა ციფრული აქტივების მომსახურების მიმწოდებლებზე, მათ შორის, ბირჟებსა და შვილობილ კომპანიებზე გაევრცელებინათ.
მანამდე იგივე ჯგუფი ამ საკითხს ეწინააღმდეგებოდა და ამტკიცებდა, რომ სტეიბლკოინის საპროცენტო განაკვეთების გადახდებმა, შესაძლოა, ტრადიციული საბანკო სისტემიდან $6.6 ტრილიონის დეპოზიტების გადინების პროვოცირება მოახდინოს.
Robinhood-ის კრიპტო შემოსავალი მესამე კვარტალში 300%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტრეიდინგ პლატფორმა Robinhood Markets-ის კრიპტოდან მიღებული შემოსავალი წლიურად 300%-ით გაიზარდა და Wall Street-ის მოლოდინებს გადააჭარბა.
ოთხშაბათს Robinhood-ში განაცხადეს, რომ მესამე კვარტალში ტრანზაქციებით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 129%-ით გაიზარდა და $730 მილიონი შეადგინა. კომპანიამ ეს ზრდა მიაწერა $268 მილიონის კრიპტო შემოსავალს, რომელიც 300%-ზე მეტით გაიზარდა.
წინა წელთან შედარებით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი გაორმაგდა და $1.27 მილიარდი შეადგინა, რითაც ანალიტიკოსების $1.2 მილიარდის პროგნოზს გადააჭარბა. ერთ აქციაზე კომპანიის მოგება 259%-ით გაიზარდა და 61 ცენტი შეადგინა, რაც ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების შეფასებას (51 ცენტი).
ტრადიციულად, Robinhood-ი ცნობილია საფონდო ვაჭრობის პლატფორმით, მაგრამ ის საცალო და ინსტიტუციური კრიპტო მომხმარებლების მოზიდვასაც ცდილობს. ამ მიზნით, ივნისში მან Bitstamp-ი შეიძინა და მომხმარებლებს ტოკენიზებულ აქციებსა და პროგნოზირების ბაზრებსაც სთავაზობს.
Robinhood-ის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჯეისონ უორნიკმა განაცხადა, რომ Bitstamp-დან და პროგნოზირების ბაზრებიდან მიღებული შემოსავალი “წლიურ ჭრილში დაახლოებით $100 მილიონს ან მეტს შეადგენს“.
Robinhood-ის აქციების ფასი ოთხშაბათს 4.15%-ით გაიზარდა და $142.48 შეადგინა, თუმცა სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ 2%-ზე მეტით დაეცა და $140-ს ჩამოსცდა.
Galaxy-მა 2025 წლის Bitcoin-ის ფასის პროგნოზი $120,000-მდე შეამცირა
საინვესტიციო კომპანია Galaxy-მა 2025 წლის Bitcoin-ის ფასის პროგნოზი $185,000-დან $120,000-მდე შეამცირა. ძირითად მიზეზად დასახელდა ფასის არასტაბილურობა, რაც გამოწვეული იყო გაცვლით სავაჭრო ფონდებსა (ETF) და ფინანსურ ინსტიტუტებში პასიური საინვესტიციო ნაკადებით.
Galaxy-ის კვლევის ხელმძღვანელმა, ალექს ტორნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ BTC-ის ფასზე ზეწოლა მოახდინა რამდენიმე ფაქტორმა: ოქტომბერში კრიპტო ვეშაპების მიერ ბაზარზე 400,000 Bitcoin-ის (BTC) გამოშვებამ, ოქროში, AI-სა და Stablecoin-ებში როტაციებმა და ლევერიჯულმა ლიკვიდაციებმა.
“Bitcoin-ი ახალ ფაზაში შევიდა, რასაც ჩვენ “სიმწიფის პერიოდს” ვუწოდებთ. ამ პერიოდში დომინირებს ინსტიტუციური შესყიდვები, პასიური ნაკადები და დაბალი არასტაბილურობა. თუ Bitcoin-ი შეძლებს $100,000-იანი დონის შენარჩუნებას, გვჯერა, რომ თითქმის სამწლიანი Bull მარკეტი ხელუხლებელი დარჩება, თუმცა სამომავლო ზრდის ტემპი, შესაძლოა, შენელდეს“, — დაწერა ტორნმა X-ზე.
ტორნის თქმით, 10 ოქტომბრის მყისიერმა ვარდნამ, რომელმაც 24 საათში დაახლოებით $20 მილიარდის ლიკვიდაცია გამოიწვია (კრიპტოს ისტორიაში ყველაზე დიდი ლიკვიდაცია), აღმავალი ტენდენცია მნიშვნელოვნად დააზიანა.
შეცვლილი პროგნოზის მიუხედავად, გრძელ ვადაში, ტორნი Bitcoin-ის ფასის მიმართ კვლავ პოზიტიურად რჩება.