გლობალური გადახდების გიგანტი Visa ოთხ “უნიკალურ ბლოკჩეინზე“ ოთხი სტეიბლკოინის დამატებას გეგმავს, რითაც ის კრიპტო სერვისების გამრავალფეროვნებას ცდილობს.
Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან მაკინერნიმ, კომპანიის მეოთხე კვარტლისა და წლის შემაჯამებელი შემოსავლების შესახებ კონფერენციაზე ინვესტორებს განუცხადა, რომ ფირმა გააგრძელებს სტეიბლკოინების შეთავაზებების გაფართოებას გასული ფინანსური წლის განმავლობაში დაფიქსირებული ძლიერი ზრდის ფონზე.
მაკინერნის არ გაუმჟღავნებია დეტალები კონკრეტული სტეიბლკოინებისა და ქსელების შესახებ, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის არსებულ არჩევანს.
Visa უკვე უჭერს მხარს ისეთ სტეიბლკოინებს, როგორებიცაა Circle USDC (USDC), Euro Coin (EURC), PayPal USD (PYUSD) და Global Dollar (USDG) Ethereum-ის, Solana-ს, Stellar-ისა და Avalanche-ის ბლოკჩეინებზე.
მაკინერნის თქმით, Visa ამჩნევს “განსაკუთრებულ იმპულსს სტეიბლკოინებთან“ მიმართებით და მიანიშნა 2020 წლის შემდეგ $140 მილიარდის ღირებულების კრიპტო და სტეიბლკოინების ნაკადებზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ მეოთხე კვარტალში, Visa-ს სტეიბლკოინებთან დაკავშირებულ საბარათე სერვისებში გლობალური სამომხმარებლო ხარჯები ოთხჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით.
“ჩვენ გავზარდეთ გადახდევბისთვის ხელმისაწვდომი სტეიბლკოინებისა და ბლოკჩეინების რაოდენობა და ტრანზაქციების ყოველთვიური მოცულობა ახლა $2.5 მილიარდს აღწევს“, – თქვა მაკინერნიმ.
Visa სტეიბლკოინების საბანკო შეთავაზებებს აორმაგებს
მაკინერნის თანახმად, Visa ყურადღებას მიმართავს ბანკებისა და სხვა ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტებისთვის სტეიბლკოინების შეთავაზებების გაფართოებისკენ, მეტი საერთაშორისო ტრანზაქციის ხელშეწყობისკენ და დაამატა, რომ „ამ სივრცეში კიდევ ბევრი რამ მოხდება“.
“ბანკებს შესაძლებლობას მივცემთ, გამოუშვან და გააუქმონ საკუთარი სტეიბლკოინები Visa-ს ტოკენიზებული აქტივების პლატფორმაზე. ამასთან, ვაფართოვებთ სტიბლკოინების შესაძლებლობებს Visa Direct-ით საერთაშორისო ფულადი გზავნილების მოძრაობის გასამარტივებლად”, - აღნიშნა მაკინერნიმ.
ეს პროცესი სექტემბრის ბოლოს დაიწყო Visa Direct-ის საპილოტე პროგრამით, რომელიც ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევდა, წინასწარ დაეფინანსებინათ საერთაშორისო გადახდები USDC-სა და EURC-ის გამოყენებით.