ტრეიდერები ახლა კონცენტრირებულნი არიან სექტემბრის ინფლაციის დაგვიანებულ ანგარიშზე, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, დღეს გამოქვეყნდება და 2025 წელს პირველად გადააჭარბებს 3%-ს, რამაც შეიძლება კრიპტობაზრებზე არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს.

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო სექტემბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს. მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო მთავრობის მიმდინარე „დახურვის“ (shutdown) გამო, რომელიც უკვე 24-ე დღეა გრძელდება.

Trading Economics-ის ცნობით, ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ სექტემბრის ინფლაცია თვიურ ჭრილში 0.4%-ით, ხოლო წლიურ ჭრილში 3.1%-ით გაიზარდა. 2025 წელს ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც CPI-ის ძირითადი მაჩვენებელი 3%-ს გადააჭარბებს.

ინფლაციის მონაცემები შესაძლოა კრიპტოზე აისახოს

მთავრობის “დახურვის” შემდეგ მთავრობა პირველად გამოაქვეყნებს იმგვარ მნიშვნელოვან მონაცემებს, როგორიც CPI-ია.

ინვესტორი ტედ ფილოუსი მიიჩნევს, რომ თუ ინფლაცია 3.1% ან მეტი იქნება, განაკვეთის შემცირების შანსმა შეიძლება დაიკლოს, მაგრამ თუ 3%-იანი ან ნაკლები მაჩვენებელი „ბაზრებისთვის კარგი იქნება“.

„განაკვეთები შემცირდება. ინფლაციის თვიური ზრდა 0.1 მხოლოდ% ან წლიურად 1.2% იქნება. ეს კი გაზრდის განაკვეთის უფრო მეტად შემცირების შანსებსაც და გამოიწვევს ლიკვიდურობის შემოდინებას რისკიან აქტივებში“, - წერს ანალიტიკოსი მეტსახელით Ash Crypto.

Barron’s-ის თანახმადაც, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლები, სავარაუდოდ, ფედერალურ რეზერვს განაკვეთის შემცირებაში ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად ამისა, მთავრობის “დახურვამ“ შესაძლოა გაართულოს ეკონომიკური სურათი Fed-ის დეკემბრის შეხვედრამდე, როდესაც განაკვეთის კიდევ ერთი შემცირებაა მოსალოდნელი.

აშშ-ში ინფლაციის მცირედით ზრდაა მოსალოდნელი. წყარო: Trading Economics

ბაზრებზე მდგომარეობა ნელა უმჯობესდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტობაზრის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.8%-ით გაიზარდა და $3.8 ტრილიონს მიაღწია.

Bitcoin-ი (BTC) კვლავ ლიდერობს — ხუთშაბათს მისმა ფასმა $111,000-ზე მაღლა აიწია, სტატიის წერის მომენტისთვის კი $110,500-იან ნიშნულზეა.