განახლება, Oct 15, 10:55 pm: This article has been updated to include comments from US Treasury Secretary Scott Bessent and the impact of tariffs on the Bitcoin mining industry.
ჩინეთიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფებით მუქარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთთან აქტიურ სავაჭრო ომშია.
“ომში უკვე ვართ”, - თქვა ტრამპმა თეთრი სახლის რეპორტიორების შეკითხვის შემდეგ, ემზადება თუ არა ქვეყანა “ჩინეთთან სავაჭრო ომისთვის”.
“ტარიფები რომ არ გვქონოდა, არაფრად ჩაგვთვლიდნენ და თავდაცვაც არ გვექნებოდა”, - განმარტა ტრამპმა და ტარიფებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშნველოვანი ნაბიჯი უწოდა.
🚨 JUST IN: President Trump declares the United States is in a TRADE WAR with China
— Eric Daugherty (@EricLDaugh) October 15, 2025
"We're in one now!"
"We have 100% tariffs."
"If we didn't have tariffs, we would have no defense. They've used tariffs on us."pic.twitter.com/o360DtdsaQ
გასულ პარასკევს, სოციალურ მედიაში ტრამპის პოსტმა, რომელშიც ტრაიფებს აანონსებდა, კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და ბიტკოინის ფასი $121,560-დან $103,000-მდე დაეცა რამდენიმე საათში.
ტრამპის თქმით, ის ჩინეთს 100%-აინ ტარიფებს დაუწესებს, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კომპიუტერული ჩიპებისთვის არსებითად მნიშვნელოვან იშვიათი მინერალების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა.
ტრამპის უახლეს განცხადებას ბაზარზე დიდი ეფექტი არ მოუხდენია. CoinGecko-ს მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ბოლო საათებში 0.1%-ით მოიმატა.
ბესენტი ჩინეთის ქმედებას “იმედგამაცრუებელს” უწოდებს
აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ჩინეთის სავაჭრო ტაქტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ჩინეთის ქმედებები უკუშედეგს გამოიწვევს, თუ ექსპორტზე კონტროლი არ შემსუბუქდება:
”ჩინეთის მთავრობაში თუ ვინმეს გლობალური ეკონომიკის შენელება სურს ამ იმედგამაცრუებელი ქმედებებითა და იძულებით, უნდა იცოდეს, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ჩინეთის ეკონომიკა დაზარლდება — ეს ყველაფერი აზრს მოკლებულია: ჩინეთი მსოფლიოს წინააღმდეგ მიდის"
ბესენტმა დაამატა ისიც, რომ აშშ-ს, თავის პარტნიორებთან ერთად, პეკინელი ბიუროკრატები ვერც რაიმეს უბრძანებს და ვერც გააკონტროლებს.
ტარიფებმა ბიტკოინის მაინინგის ინდუსტრია დააზარალა
რამდენიმე აზიურ ქვეყანაზე დაწესებულმა ტრამპის ტარიფებმა ამერიკელ მაინერებს ბიტკოინის ASIC მაინერების შეძენა გაურთულა.
ტარიფები ამჟამად 57.6%-ზეა ჩინური წარმოშობის მაინინგ მოწყობილობებზე, ხოლო 21.6%-ზე ინდონეზიურ, მალაიზიურ და ტაილანდურ მაინერებზე, რაც მათ ფასს ზრდის.
გასულ წელს, ბიტკოინის მაინერებისთვის პრობლემას წარმოადგენდა აშშ-ს საბაჭო და სასაზღვრო დაცვა, რომელმაც ათასობით მაინერი ამოიღო იმ საბაბით, რომ ისინი არალეგალურად შემოტანილი რადიოტალღური მოწყობილობები იყო.
ამ გამოწვევებისა და ანალიტიკოსების მოლოდინების მიუხედავად, ამერიკაში ბიტკოინის მაინინგით დაკავებულ მთავარ კომპანიებს ოპერაციები საზღვარგარეთ არ გადაუტანიათ.