ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობა ტარიფებიდან მიღებული შემოსავლის სახით $2,000-ის “დივიდენდს“ მიიღებს. მან ასევე გააკრიტიკა მისი მასშტაბური სატარიფო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები.

“მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ $2,000-ის დივიდენდი ყველას გადაეცემა “, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო ამჟამად ტარიფების კანონიერებას განიხილავს, პროგნოზირების ბაზრის ტრეიდერების აბსოლუტური უმრავლესობა კი სასამართლოს მიერ დამტკიცების წინააღმდეგ დებს ფსონს.

US Government, United States, Donald Trump
წყარო: Donald Trump

Kalshi-ის ტრეიდერები უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ინიციატივის დამტკიცების შანსს მხოლოდ 23%-ით აფასებენ, ხოლო Polymarket-ის ტრეიდერები — 21%-ით.

ინვესტორებმა და ბაზრის ანალიტიკოსებმა ტრამპის განცხადება აღიქვეს პოტენციურ ეკონომიკურ სტიმულად, რომელიც კრიპტოვალუტისა და სხვა აქტივების ფასებს გაზრდის. თუმცა, ისინი ხაზს უსვამენ შემოთავაზებული დივიდენდის გრძელვადიან უარყოფით ეფექტებსაც.

ეკონომიკურ სტიმულს პოზიტიური გავლენა ექნება აქტივების ბაზრებზე — მაგრამ რის ფასად?

The Kobeissi Letter-ის საინვესტიციო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ $2,000-იანი დივიდენდი აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 85%-მა უნდა მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამას ბაზრებზეც ექნება გავლენა და აქტივების ფასებს გაზრდის, Kobeissi Letter-ი გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერი ეკონომიკური სტიმულის საბოლოო გრძელვადიანი ეფექტი იქნება სავალუტო ინფლაცია და მყიდველობითი უნარის დაქვეითებაა.

US Government, United States, Donald Trump
ტრამპის შემოთავაზება გაზრდის ეროვნულ ვალს და, დროთა განმავლობაში, გამოიწვევს უფრო მაღალ ინფლაციას. წყარო: The Kobeissi Letter

“თუ $2,000-ს აქტივებში არ ჩადებთ, ის ინფლაციით განადგურდება, ან უბრალოდ ვალის პროცენტს მოხმარდება და ბანკებში გადაიგზავნება“, — განაცხადა Bitcoin-ის ანალიტიკოსმა და ავტორმა საიმონ დიქსონმა.