აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველი, სტივენ მირანი ამბობს, რომ აშშ-ის დოლართან მიბმულ კრიპტო სტეიბლკოინებზე მზარდმა მოთხოვნამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.
დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მირანმა ნიუ-იორკში გამართულ BCVC სამიტზე განაცხადა, რომ დოლარზე მიბმულმა კრიპტო ჟეტონებმა შესაძლოა შეამციროს ნეიტრალური განაკვეთი, r-star-ი, რომელიც არც ასტიმულირებს და არც აფერხებს ეკონომიკას.
მისი თქმით, თუ ნეიტრალური განაკვეთი დაეცემა, საპასუხოდ, ცენტრალური ბანკიც საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს.
CoinGecko-ს მონაცემებით, სტეიბლკოინების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $310.7 მილიონს შეადგენს. მირანმა განაცხადა, რომ Fed-ის კვლევის თანახმად, ბაზრის ღირებულება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა $3 ტრილიონამდე გაიზარდოს.
“ჩემი აზრით, სტეიბლკოინები უკვე ზრდის მოთხოვნას აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებზე და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მყიდველების მიერ დოლარში დენომინირებულ სხვა ლიკვიდურ აქტივებზე, და ეს მოთხოვნა გაგრძელდება“, — განაცხადა მირანმა.
ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გვაფრთხილებენ, რომ სტეიბლკოინები საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ფინანსურ აქტივებსა და სერვისებს, რადგან მათ კონკურენციის გაწევა შეუძლიათ. აშშ-ის საბანკო ჯგუფებმა კონგრესს მოუწოდეს, გააძლიეროს სტეიბლკოინების ზედამხედველობა, იმ მოტივით, რომ მათ შეუძლიათ პოტენციური ბანკის მომხმარებლების მიზიდვა.
რეგულაციები გზის გასაკაფად
თავის გამოსვლაში მირანმა შეაქო GENIUS აქტი მკაფიო მითითებებისა და მომხმარებლის დაცვის სტანდარტების დაწესებისთვის. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო საკვანძო როლს შეასრულებს სტეიბლკოინების უფრო ფართო დანერგვის სტიმულირებაში.
“მიუხედავად იმისა, რომ ახალ რეგულაციებს სკეპტიკურად ვუყურებ, GENIUS აქტი მომეწონა. სტეიბლკოინებისთვის ეს მარეგულირებელი აპარატი ქმნის ლეგიტიმურობისა და ანგარიშვალდებულების ჩარჩოს, რომელიც შეესაბამება ტრადიციული დოლარის აქტივების ფლობას“, — თქვა მან.
