ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან Solana-ს პირველი გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) გაშვებას — ნაბიჯს, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარს შემატებს Solana-ს და ალტკოინების მთლიან ბაზარს.
Bloomberg-ის ანალიტიკოსის, ერიკ ბალჩუნასის თქმით, სამი ალტკოინის, Bitwise Solana-ს, Canary Litecoin-ისა და Hedera-ს ETF-ები სავარაუდოდ დღეს, სამშაბათს ამოქმედდება.
Bitget-ის ბირჟის მთავარი ანალიტიკოსის, რაიან ლის თქმით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ Solana-ს პირველი სტეიკინგ ETF-ის დამტკიცება “ტრანსფორმაციული“ ეტაპია, რამაც, შესაძლოა, პირველი წლის განმავლობაში $3 მილიარდიდან $6 მილიარდამდე ახალი კაპიტალი მოიზიდოს ალტკოინში.
ანალიტიკოსმა დასძინა, რომ ახალი ETF-ის სტეიკინგის ფუნქცია მის მფლობელებს დამატებით 5%-იან პასიურ შემოსავალს სთავაზობს, რამაც შეიძლება უფრო მეტი ინსტიტუციური კაპიტალი მოუტანოს ალტკოინების სექტორს.
სტეიკინგი ნიშნავს ტოკენების დაბლოკვას Proof-of-Stake (PoS) ბლოკჩეინ ქსელში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა ქსელი დაცულ იყოს, სანაცვლოდ კი პასიური შემოსავალი მიიღოთ.
კრიპტოზე დაფუძნებულმა ახალმა ETF-ებმა ძირითადი ალტკოინების ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდას შეიძლება შეუწყოს ხელი. Bitcoin (BTC)-ის შემთხვევაში, Spot BTC ETF-ების ამოქმედებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, როდესაც Bitcoin-მა $50,000-იან ნიშნულს გადააჭარბა, ETF-ებზე ახალი ინვესტიციების დაახლოებით 75% მოდიოდა.
ბლოკჩეინის მონაცემთა აგრეგატორის, SoSoValue-ის მიხედვით, აშშ-ში Spot Bitcoin ETF-ების ისტორიულმა გაშვებამ პირველ წელს Bitcoin-ში $36.2 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, ხოლო Spot Ether ETF-ებმა $8.64 მილიარდი დააგროვა.
მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, JPMorgan-ის პროგნოზით, Bitcoin-ისა და Ether-ის ETF-ების ათვისების მაჩვენებლების საფუძველზე, Solana-ს ETF-მა $3 მილიარდიდან $6 მილიარდამდე უნდა მოიზიდოს პირველ წელს, ხოლო XRP-ის ETF-მა $4 მილიარდიდან $8 მილიარდამდე ახალი ინვესტიცია უნდა დააგროვოს.