40 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ-ის მთავრობა მუშაობის აღდგენას უახლოვდება — რამდენიმე დემოკრატმა კანონმდებელმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა და სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო.
ორშაბათს, აშშ-ის სენატმა გამართა კენჭისყრა, რომელიც “2026 წლის ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაგრძელებასა და გაფართოებას“ ითვალისწინებდა. კანონპროექტს 60 მომხრე ჰყავდა და 40 მოწინააღმდეგე. მოსალოდნელია, რომ კანონპროექტი მთავრობას 2026 წლის 31 იანვრამდე დააფინანსებს, იმ პირობით, თუ მას წარმომადგენელთა პალატაც დაამტკიცებს და ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს.
წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტზე კენჭისყრისთვის, სავარაუდოდ, ოთხშაბათს შეიკრიბება. საპროგნოზო პლატფორმა Polymarket-ზე უკვე შეიცვალა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მთავრობა ნორმალურ ფუნქციონირებას პარასკევს დაუბრუნდება, რაც სავარაუდოდ პალატაში კანონპროექტის მიღების შემდეგ მოხდება.
ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნის“ ფონზე, ბევრმა ფედერალურმა სააგენტომ პერსონალი შვებულებაში გაუშვა და შეზღუდა ოპერაციები დაფინინანსების არარსებობის გამო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონპროექტი დაუყოვნებლივ დამტკიცდება, პერსონალის სამსახურში დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება.
ციფრული აქტივების ბაზრის სტრუქტურის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება
ორშაბათს, სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი კანონპროექტი კრიპტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ. პროექტი გამოქვეყნდა რესპუბლიკელ და დემოკრატ კანონმდებლებს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ.
“შათდაუნმა“ კანონპროექტის პროცესი შეაფერხა. თავიდან რესპუბლიკელები ელოდნენ, რომ ის კანონად 2026 წლისთვის დამტკიცდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს კვლავ შეუძლიათ, კანონმდებლობის დამტკიცების პროცესი ბოლომდე მიიყვანონ, ჩრდილოეთ კაროლინის სენატორი, ტომ ტილისი მიიჩნევს, რომ პროცესის იანვრის ან თებერვლის შემდეგ გადაწევამ შესაძლოა კანონპროექტი მოწყვლადი გახადოს 2026 წლის შუალედური კამპანიების ფონზე.
