აშშ-ის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა გამოაქვეყნა კრიპტო ბაზრის სტრუქტურის კანონების სადისკუსიო პროექტი, რითაც კონგრესი მიუახლოვდა მოხდება კრიპტო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღებას.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯონ ბუზმანმა და დემოკრატმა სენატორმა, კორი ბუკერმა ორშაბათს გამოაქვეყნეს პროექტი, რომელიც მოიცავს იმ სექციებსაც, რომლებზეც კანონმდებლები ჯერ კიდევ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიისა (CFTC) და ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) კრიპტო რეგულირების უფლებამოსილების ლიმიტების განსაზღვრას. მხოლოდ კონგრესს შეუძლია დაადგინოს ამ სააგენტოების მარეგულირებელი საზღვრები.

“CFTC არის შესაბამისი სააგენტო ციფრული სასაქონლო ვაჭრობის რეგულირებისთვის. არსებითია მკაფიო წესების დადგენა განვითარებადი კრიპტო ბაზრისთვის და ამავე დროს, მომხმარებელთა დაცვა“, — განაცხადა ბუზმანმა.

ბუკერის აზრით, სადისკუსიო პროექტი “CFTC-ს მიანიჭებს უფლებამოსილებას, დაარეგულიროს ციფრული სასაქონლო ბაზარი, შექმნას დაცვის მექანიზმები საცალო მომხმარებლებისთვის და უზრუნველყოს, რომ სააგენტოს ჰქონდეს ამ მზარდი ბაზრის ზედამხედველობისთვის აუცილებელი რესურსები“.

კრიპტო კანონპროექტი ცვლილებას კვლავ ექვემდებარება

კანონპროექტი განსაზღვრავს ტერმინებს, როგორიცაა “ბლოკჩეინი“, “დეცენტრალიზებული ფინანსები“ და “დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები”, ასევე იმასაც, თუ როგორ მოხდებოდა მათი რეგულირება სასაქონლო ბირჟის აქტის (Commodity Exchange Act) ფარგლებში.

კანონპროექტის დიდი ნაწილი ფრჩხილებშია მოქცეული, რაც მიუთითებს, რომ ის ცვლილებას ექვემდებარება. ტექსტის ერთ ნაწილში მოხსენიებულია “უმცირესობის მოსაზრებაც“ და ნაგულისხმევია დემოკრატები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ რიგ ასპექტებზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის იურისდიქცია ვრცელდება და დაინტერესებულნი არიან სენატის საბანკო კომიტეტთან მუშაობით, რათა “გადაწყვიტონ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია არაკონტროლირებად ბლოკჩეინის დეველოპერებთან და ბლოკჩეინის სერვისების მიმწოდებლებთან“.

კანონპროექტის ფრჩხილებში მოქცეული ნაწილი ასახავს, თუ როგორ უნდა გამოსცენ CFTC-მა და SEC-მა ერთობლივი წესები კრიპტოს შესახებ. წყარო: Senate Agriculture Committee

სოფლის მეურნეობის კომიტეტის იურისდიქცია ვრცელდება CFTC-ზე იურისდიქცია, ხოლო სენატის საბანკო კომიტეტი ხელმძღვანელობს კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც ფასიანი ქაღალდების კანონებს ეხება, რადგან ის SEC-ს ზედამხედველობს.

კრიპტო ჯგუფები მხარს უჭერენ პროგრესს

კრიპტო ადვოკატირების ჯგუფის Crypto Council for Innovation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯი ჰუნ კიმმა თქვა, რომ კანონპროექტი “აშშ-ში ციფრული პროდუქტებისთვის ყოვლისმომცველი, მიზნისთვის შესაფერისი ბაზრის სტრუქტურის ჩარჩოს დადგენისკენ მიმართულ მნიშვნელოვან პოზიტიურ პროგრესს აღნიშნავს“.

Coinbase-ის ლობისტური ფრთის, Stand with Crypto-ს საზოგადოების დირექტორმა, მეისონ ლენაუმ კი განაცხადა, რომ კანონპროექტი “მნიშვნელოვანი ნაბიჯია საღი მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმალურად დასადგენად“, რისკენაც კრიპტო ინდუსტრია მიისწრაფვის.