მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტრეიდინგ პლატფორმა Robinhood Markets-ის კრიპტოდან მიღებული შემოსავალი წლიურად 300%-ით გაიზარდა და Wall Street-ის მოლოდინებს გადააჭარბა.

ოთხშაბათს Robinhood-ში განაცხადეს, რომ მესამე კვარტალში ტრანზაქციებით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 129%-ით გაიზარდა და $730 მილიონი შეადგინა. კომპანიამ ეს ზრდა მიაწერა $268 მილიონის კრიპტო შემოსავალს, რომელიც 300%-ზე მეტით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი გაორმაგდა და $1.27 მილიარდი შეადგინა, რითაც ანალიტიკოსების $1.2 მილიარდის პროგნოზს გადააჭარბა. ერთ აქციაზე კომპანიის მოგება 259%-ით გაიზარდა და 61 ცენტი შეადგინა, რაც ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების შეფასებას (51 ცენტი).

ტრადიციულად, Robinhood-ი ცნობილია საფონდო ვაჭრობის პლატფორმით, მაგრამ ის საცალო და ინსტიტუციური კრიპტო მომხმარებლების მოზიდვასაც ცდილობს. ამ მიზნით, ივნისში მან Bitstamp-ი შეიძინა და მომხმარებლებს ტოკენიზებულ აქციებსა და პროგნოზირების ბაზრებსაც სთავაზობს.

Robinhood-ის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჯეისონ უორნიკმა განაცხადა, რომ Bitstamp-დან და პროგნოზირების ბაზრებიდან მიღებული შემოსავალი “წლიურ ჭრილში დაახლოებით $100 მილიონს ან მეტს შეადგენს“.

Robinhood-ის აქციების ფასი ოთხშაბათს 4.15%-ით გაიზარდა და $142.48 შეადგინა, თუმცა სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ 2%-ზე მეტით დაეცა და $140-ს ჩამოსცდა.

ოთხშაბათს Robinhood-ის აქციები გაიზარდა, რამდენიმე სააათის შემდეგ კი ისევ დაეცა. წყარო: Google Finance

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციების ფასი წლის განმავლობაში 280%-ზე მეტით გაიზარდა და 9 ოქტომბერს რეკორდულ ნიშულს, $152.46-ს მიაღწია, მაგრამ კრიპტობაზრის ვარდნამ შემდგომი ზრდა შეაჩერა.

აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირების ბაზრებსა და ტოკენიზებულ აქციებზე საუბრობს

Robinhood-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმირ ტენევმა ინვესტორებს კონფერენციაზე განუცხადა, რომ კომპანიას პროგნოზირების ბაზრების გლობალური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად “რამდენიმე ვარიანტი“ აქვს.

ვლადიმირ ტენევი ინვესტორებს ოთხშაბათს ესაუბრება. წყარო: YouTube

ტენევმა აღნიშნა, რომ მისი კომპანიის ტოკენიზებული აქციების შეთავაზებები “არ არის იმდენად ურთიერთთავსებადი, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი DeFi-ზე ჯერ არ არიან“.

“ვფიქრობ, დროთა განმავლობაში, ურთიერთთავსებადობა გაიზრდება, როგორც ეს სხვა კრიპტოაქტივების შემთხვევაში მოხდა — თუნდაც ისინი სხვა ბლოკჩეინებზე იყოს, საზოგადოება მაინც ცდილობს, ჩაერთოს მასში და ხიდები ააშენოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად საგანგაშოა“, - თქვა ვლადიმიერ ტენევმა.