Polymarket-მა ხელი მოაწერა მრავალწლიან შეთანხმებას TKO Group Holdings-თან და გახდა Ultimate Fighting Championship-ისა (UFC) და Zuffa Boxing-ის ოფიციალური პარტნიორი, რითაც ტრანსლაციებს რეალურ დროში პროგნოზირება შემატა.

UFC-ის ბლოგპოსტში წერია, რომ Polymarket-ი რეალურ დროში ადევნებს თვალს ფანების სენტიმენტს და მაყურებლის მოლოდინებს თითოეული ღონისძიების დროს.

კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, შეინ კოპლანმა, განაცხადა, რომ პარტნიორობა გულშემატკივრებს “შესაძლებლობას მისცემს, თვალი ადევნონ იმასაც, თუ როგორ იცვლება მაყურებლების მოლოდინები ყოველ რაუნდში“.

Polymarket-ი არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროგნოზირების პლატფორმა, რომელზეც ადამიანები ფსონებს დებენ რეალური სამყაროს მოვლენების შედეგებზე.

Google, Predictions
UFC-ის ბრძოლები Polymarket-ზე ფსონებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. წყარო: Polymarket

TKO-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, არიელ ემანუელმა აღნიშნა, რომ რომ გულშემატკივრებს შეეძლებათ “პასიური მაყურებლებიდან აქტიურ მონაწილეებად იქცნენ“.

პროგნოზირების ბაზრები, როგორიცაა Kalshi და Polymarket-ი, განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განათავსონ ფსონი ყველაფერზე — თუ ვის შეიწყალებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან როგორი იქნება Bitcoin-ის ფასი კონკრეტულ დღეს.