Telegram-ის თანადამფუძნებელმა, პაველ დუროვმა წარადგინა ახალი დეცენტრალიზებული AI-ქსელი, რომელიც დაფუძნებულია TON-ზე (ღია ქსელი), დამოუკიდებელ Layer-1 ბლოკჩეინზე და Telegram-ს უკავშირდება.

დუროვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ დაბიში, Blockchain Life ფორუმზე გამოვიდა და სწორედ აქ დააანონსა კონფიდენციალური გამოთვლითი ღია ქსელის (Confidential Compute Open Network), Cocoon-ის შესახებ, რომლის მიზანია, მომხმარებლებს AI-ინსტრუმენტებზე წვდომა ისე მისცეს, რომ მათ მონაცემთა კონფიდენციალურობის დათმობა არ მოუწიოთ.

დუროვის თქმით, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი GPU-ს გამოთვლითი სიმძლავრე ქსელისთვის გახადონ ხელმისაწვდომი, რის სანაცვლოდაც მიიღებენ TON-ის ტოკენს Toncoin-ს. დუროვმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომაა დეცენტრალიზებული AI საჭირო ადამიანის თავისუფლებისთვის.

“რატომ არის მნიშვნელოვანი რაღაცის ამ გზით გაკეთება, ცენტრალიზებული გზის საპირისპიროდ, რომელიც ზოგჯერ უფრო მოსახერხებელია? ეს მნიშვნელოვანია, მეგობრებო, რადგან სამყარო ბოლო 20 წლის განმავლობაში უცნაური მიმართულებით მოძრაობს. ჩვენ თანდათან ვკარგავთ ჩვენს ციფრულ თავისუფლებებს.“
Decentralization, Privacy, Telegram, Pavel Durov, TON
დუროვი აანონსებს Cocoon-ს Blockchain Life 2025-ის ფორუმზე. წყარო: Blockchain Life 2025

AI-ისა და ბლოკჩეინის დეველოპერებს შორის დეცენტრალიზებული AI-მოდელები ფართოდ განიხილება მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკებისა და ცენტრალიზებული სერვისის პროვაიდერების მხრიდან კრიტიკული ინფორმაციის ცენზურის ან დამახინჯების პოტენციალის გამო.

ცენტრალიზებული AI-ის მოწყვლადობა ბლოკჩეინის პოტენციალზე მიუთითებს

რიპტო და Web3 ინდუსტრიის აღმასრულებლების თქმით, ხელოვნური ინტელექტის ცენტრალიზება საფრთხეს უქმნის მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალურობას, მათ შორის, მონაცემთა გაჟონვისა და ჰაკერული თავდასხმების რისკს.

Naoris-ის დეცენტრალიზებული უსაფრთხოების პროტოკოლის მთავარმა სტრატეგმა, დევიდ ჰოლცმანმა Cointelegraph-ს განუცხადა, რომ ცენტრალიზებულ სერვერებზე მომხმარებლის მონაცემების დიდი რაოდენობით შენახვა მათ ჰაკერებისთვის მიმზიდველ სამიზნედ აქცევს.

ზოგიერთი აღმასრულებელი კი გვაფრთხილებს, რომ AI-სერვისის ცენტრალიზებულ პროვაიდერებს შეუძლიათ ალგორითმების შეცვლა ან კრიტიკული მონაცემების რეალურ დროში დამახინჯება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით, ისე, რომ მომხმარებლები ამას ვერც კი აცნობიერებენ.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ AI-ის მიერ წარმოებული მონაცემები დაცული დარჩეს – ის იყენებს დეცენტრალიზებულ სიას მონაცემთა წარმოშობისა და მფლობელობის ჯაჭვის ჩასაწერად, რითაც იქმნება უცვლელი და დამტკიცებადი ციფრული ჩანაწერი.