სამშაბათს, ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მა AI-ზე მომუშავე ახალი ბრაუზერი წარადგინა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ისარგებლებენ ადამიანები ვებით და ივაჭრებენ ონლაინ მომავალში AI-აგენტების დახმარებით.

ბრაუზერი ჩატბოტზეა დაფუძნებული და ამ ეტაპზე მხოლოდ macOS-ის ფასიანი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

ახალ პროდუქტს მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორისაა ბრაუზერის მეხსიერება, რომელიც ChatGPT-ის მომხმარებლის მიერ მონახულებული საიტებიდან კონტექსტის დამახსოვრების საშუალებას აძლევს. თუმცა, აგენტის რეჟიმი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია.

აგენტის რეჟიმში გამოყენებისას, მომხმარებლის მიერ ვების დათვალიერების პარალელურად, Atlas-ს ინფორმაციის კვლევა, ანალიზი და ამოცანების ავტომატიზაცია შეუძლია. როგორც OpenAI- განმარტავს, მას ასევე შეუძლია მომხმარებლის სახელით გახსნას ჩანართები და დავალებების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები გადადგას.

„ის ახლა უკეთ იკვლევს და აანალიზებს [ინფორმაციას], ახდენს ამოცანების ავტომატიზაციას და გეგმავს ღონისძიებებს ან ჯავშნის შეხვედრებს ვების დათვალიერების პარალელურად.”

ბრაუზერში ჩაშენებული პირადი ასისტენტი

Atlas-ის აგენტის რეჟიმი პირად ასისტენტს, ფაქტობრივად, ვებ-ბრაუზერში ათავსებს.

მომხმარებელს შეუძლია ისეთი ამოცანების ავტომატიზაცია, როგორიცაა სადილის ორგანიზება — ამ დროს AI-აგენტი იღებს რეცეპტს, ეძებს მაღაზიებს საჭირო ინგრედიენტებით, ამატებს მათ კალათაში და აგვარებს მიტანის საკითხს.

Atlas-ის AI აგენტებს თქვენ ნაცვლად შოპინგი შეუძლია. წყარო: OpenAI

Atlas-ს რამდენიმე უსაფრთხოების ფუნქცია აქვს, მათ შორისა ბრაუზერში კოდის გაშვების, ფაილების ჩამოტვირთვის ან გაფართოებების ინსტალაციის აღკვეთის შესაძლებლობა. მას არ აქვს წვდომა მომხმარებლის კომპიუტერში არსებულ სხვა აპლიკაციებსა თუ ფაილების სისტემებზე, ხოლო დაპაუზდება სენსიტიურ საიტებზე (მაგალითად, საფინანსო ინსტიტუტებზე) მოქმედების განხორციელებამდე.

აგენტური AI-ს მომავალი

OpenAI-ს ბრაუზერი ერთ-ერთი პირველი მაგალითია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს სამომავლოდ ტექნოლოგიაში ინტეგრირებული აგენტური AI, რომლის კიდევ უფრო გაძლიერება ბლოკჩეინს შეუძლია.

„ჩვენ AI აგენტების ერაში შევაბიჯეთ. ინტერნეტის ეს ახალი ხედვა ღია აგენტური ვებია, სადაც AI-აგენტები მომხმარებლების ან ორგანიზაციების სახელით გადაწყვეტილებებს იღებს და დავალებებს ასრულებს“, — განაცხადა ამ წლის დასაწყისში Microsoft-ის მთავარმა საკომუნიკაციო ოფიცერმა, ფრენკ შოუმ.

ცოტა ხნის წინ, “AI აგენტური კომერცია“ მთავარი თემა იყო Fed-ის გადახდების ინოვაციების კონფერენციაზე, რომელზეც ARK Invest-ის ქეითი ვუდმა, Coinbase-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ალესია ჰაასმა და Google Cloud-ის სტრატეგიის ხელმძღვანელმა რიჩარდ ვიდმანმა ავტონომიური გადახდის სისტემებისთვის AI-აგენტების უპირატესობებზე ისაუბრეს.