ოქტომბერში ვაჭრობის გააქტიურების მიუხედავად, NFT-ის ბაზარმა ერთ თვეში ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა.

CoinGecko-ს მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალური NFT ბაზრის კაპიტალიზაცია ერთ თვეში $6.6 მილიარდიდან $3.5 მილიარდამდე დაეცა, რაც 45%-იანი ვარდნაა. ვარდნა დაფიქსირდა, მიუხედავად ოქტომბერში გაყიდვების რაოდენობის ზრდისა, რამაც დროებით აამაღლა “ლურჯი ჩიპების“ საწყისი ფასები.

CryptoSlam-ის მონაცემებით, ოქტომბერში NFT-ის გაყიდვების მოცულობამ დაახლოებით $631 მილიონი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია სექტემბრის $556 მილიონთან შედარებით. Bitcoin-ისა და Base NFT-ის ქსელებმა ბოლო 30 დღის განმავლობაში მდგრადობა აჩვენეს და, შესაბამისად, ზრდამ 9% და 24% შეადგინა.

ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს, ისეთმა მოთამაშეებმა, როგორიცაა BNB Chain-ი და Polygon-ი (82% და 86%). Ethereum-ის ქსელი, რომელიც ყველაზე დიდია NFT-გაყიდვების მოცულობით, ბოლო 30 დღის განმავლობაში 25.5%-ით შემცირდა, ხოლო Solana, Immutable და Avalanche 31-35%-ით.

გაყიდვების 30-დღიანი მოცულობა ბლოკჩეინის მიხედვით. წყარო: CryptoSlam

“ლურჯი ჩიპების“ არასტაბილურობა ხაზს უსვამს NFT-ის მერყეობას

NFT Price Floor-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ბაზრის კორექტირებამ ყველაზე მდგრად NFT-კოლექციებსაც კი დაარტყა.

ბოლო 30 დღის განმავლობაში, CryptoPunks-ის სავაჭრო მოცულობა 40%-ით დაეცა, მისი საწყისი ფასი $214,000-დან $117,000-მდე შემცირდა.

ასე მოხდა Moonbirds-ის შემთხვევაშიც: სავაჭრო მოცულობა 63%-ით დაეცა, ხოლო საწყისი ფასი $14,700-დან $6,500-მდე.

ამავდროულად, ზოგიერთ კოლექციაში უფრო მაღალი ვაჭრობის მოცულობა დაფიქსირდა, მაგრამ ღირებულება მაინც დაეცა.

მაგალითად, Bored Ape Yacht Club-ისა (BAYC) და Pudgy Penguins-ის სავაჭრო მოცულობა, შესაბამისად, 30%-ით და 83%-ით გაიზარდა, თუმცა საწყისი ფასები მაინც მასიურად დაეცა. BAYC-ის შემთხვევაში, ფასი $36,700-დან $19,500-მდე ჩამოვიდა, ხოლო Pudgy Penguins-ის შემთხვევაში, $43,000-დან $18,340-მდე.

ვაჭრობისა და გაყიდვების მოცულობის ზრდასა და ღირებულებებს შორის არსებული შეუსაბამობა აჩვენებს, თუ რამდენად სპეკულაციური და მგრძნობიარეა NFT-ბაზრის ლიკვიდურობა ფართო კრიპტო სენტიმენტის მიმართ.

ძირითადი მოთამაშეები NFT-ის მიღმა ფართოვდებიან

ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეები მიმართულებას ცვლიან.

ოქტომბერში, ციფრული საკოლექციო ნივთების ბაზარმა OpenSea-მ განაცხადა, რომ ის ფართოვდება და ხდება უნივერსალური ბლოკჩეინზე დაფუძნებული სავაჭრო ჰაბი, მაგრამ უარყო განცხადებები, რომ NFT-იდან სხვა მიმართულებაზე გადადიოდა.

ამავდროულად, NFT-სივრცის კიდევ ერთმა ლიდერმა, Animoca Brands-მა დაადასტურა Nasdaq-ზე განთავსების გეგმები, რაც მიუთითებს, რომ ტრადიციული კაპიტალის ბაზრები Web3-გეიმინგისა და მეტავერსის კომპანიების აღიარებას იწყებენ.