მიმკოინების სექტორის საბაზრო კაპიტალიზაცია ივლისში არსებულ ნიშნულამდე შემცირდა. პარასკევს, კრიპტობაზრის დაღმასვლის შემდეგ ტოკენების ღირებულების აღდგენა შეფერხებულია.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, შაბათს მიმკოინების სექტორი $44 მილიარდამდე შემცირდა, რაც წინა დღეს არსებულ $72 მილიარდთან შედარებით 40%-იანი ვარდნაა. კვირას, ბაზარზე მდგომარეობა მცირედით გამოსწორდა და კაპიტალიზაცია $53 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ამ წლის ზაფხულში, Solana-ზე დაფუძნებული მიმკოინებით გამოწვეულ აღმასვლამდე არსებული მაჩვენებელია.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მიმკოინების საბაზრო კაპიტალიზაცია $60 მილიარდზე ზემოთ იყო და ამგვარი ტოკენები ინარჩუნებდა სტაბილუტ საცალო ინტერესს Solana-სა და BNB-ის ჩეინები განაპირობებდა. ახლანდელი დაღმასვლა ამ სურათიდან ამომხტარია.

წერის მომენტში, მიმკოინების საბაზრო კაპიტალიზაცია $57 მილიარდის ფარგლებშია, რაც ბოლოდროინდელ მაჩვენებლებზე მაინც დაბალია.

მიმკოინების საბაზრო კაპიტალიზაციის 7-დღიანი გრაფიკი. წყარო: CoinMarketCap

პარასკევის შემდეგ წამყვანი მიმკოინები ფასის აღდგენას ვერ ახერხებენ

CoinMarketCap-ის თანახმად, 10 საუკეთესო მიმკოინზე $47 მილიარდი მოდის, რაც მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაციის 82%-ია.

უმსხვილესმა მიმკოინების, Dogecoin-ის (DOGE), Shiba Inu-ს (SHIB) and Pepe-ს (PEPE) ფასი ერთ კვირაში 13%-22%-ით შემცირდა, Bonk-ის (BONK) და Floki-ს (FLOKI) კი 20%-ზე მეტით.

20%-ით შემცირდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალური მიმკოინის ღირებულებაც ერთი კვირის შუალედში.

უმსხვილესი მიმკოინების ფასების ცვლილება. წყარო: CoinMarketCap

დაღმასვლის შემდეგ სხვა სექტორები სწრაფად სტაბილიზდა

სანამ მიმკოინები ფასს აღიდგენს, სხვა სექტორებმა უფრო სწრაფი სტაბილიზაციის ნიშნები აჩვენა.

საბაზრო დაღმასვლიდან ერთი შემდეგ არაჩანაცვლებადი ტოკენებმა (NFT) მალევე აღიდგინეს დანაკარგები. საბაზრო გაყიდვებისას, NFT-სივრცის საერთო ღირებულება 20%-ით შემცირდა, რაც $1.2 მილიარდს უდრის. მაგრამ ზრდა მალევე დაიწყო და ერთი დღის შემდეგ 10%-ს მიაღწია.

შემოდინება მალევე დაიწყო გაცვლით სავაჭრო ფონდებშიც (ETF). სამშაბათს, Bitcoin-ის ETF-ის შესყიდვებმა $102 მილიონი შეადგინა, Ether-ის ETF-ის შესყიდვებმა კი $236 მილიონი.

ფასი მალევე აღიდგინეს მთავარმა კრიპტოვალუტებმაც. CoinGecko-ს თანახმად, წერის მომენტში, Bitcoin-ის ღირებულება $111,000-ზეა, ხოლო Ether-ის — $4,000-იან ნიშნულთან.