კრიპტო ბირჟა Kraken-ი არ ჩქარობს აშშ-ში აქციების პირველად განთავსებას (IPO), მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხელსაყრელმა პოლიტიკურმა კლიმატმა და ბაზრის გაუმჯობესებულმა პირობებმა სხვა კრიპტო კომპანიები IPO-მდე უკვე მიიყვანა.
„ჩვენ ფინანსურად სტაბილურები ვართ და ვიცით, როგორ ვმართოთ რისკები. საკმარისი კაპიტალი გვაქვს ბალანსზე, როგორც კერძო კომპანიას და სწორედ ამიტომა არ ვჩქარობთ”, - განუცხადა Kraken-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა, არჯუნ სეთიმ Yahoo Finance-ს.
„ჩვენ საკმარისი კაპიტალი გვაქვს ჩვენს ბალანსზე დღეს, როგორც კერძო კომპანიას,“ — დაამატა მან. „ჩვენ არ ვჩქარობთ კარისკენ რაც შეიძლება სწრაფად.“
რამდენიმე კრიპტო კომპანია საჯარო ვაჭრობაზე წელს უკვე გავიდა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ ინდუსტრიის მიმართ უფრო მეგობრული მიდგომა აჩვენა, რაც წარმატებული დებიუტების ხელშემწყობად ითვლება.
2024 წლის შუა რიცხვებიდან, სხვადასხვა ანაგარიშშ ნავარაუდევი იყო, რომ Kraken-ი საჯარო ვაჭრობაზე გასვლას გეგმავდა. Bloomberg-ი კი მარტში კი იუწყებოდა, რომ კომპანია IPO-ს 2026 წლის პირველი კვარტლისთვის აპირებდა.
ივნისში, სტეიბლკოინების ემიტენტის, Circle-ის წარმატებული IPO-ს შემდეგ, როდესაც მისი აქციები 160%-ზე მეტით გაიზარდა და $83-ს გადააჭარბა, კომპანიები იმავეს გაკეთებას აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, ხუთშაბათს, კრიპტო IPO-ზე განაცხადი შეიტანა Grayscale-მაც.
Kraken-ის კონკურენტები Gemini, Bullish და eToro წელს ასევე გავიდნენ საჯარო ვაჭრობაზე, ბლოკჩეინ ფირმა Figure-თან ერთად, ხოლო BitGo-მ საჯარო ვაჭრობაზე გასვლის განაცხადი სექტემბერში შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ Kraken-ი 2011 წელს გაეშვა და Crunchbase-ის მონაცემებით, მას $530 მილიონი დაფინანსება აქვს მოზიდული ამ დროის განმავლობაში.