გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის მთავრობა განიხილავს ქვეყნის ეროვნული ფონდის აქტივების, ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილის კრიპტო რეზერვში გადატანას.

The Times of Central Asia-ს ინფორმაციით, ყაზახეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ბერიკ შოლპანკულოვმა ინიციატივა ბოლო საპარლამენტო სესიაზე გაამჟღავნა. Bloomberg Law-ის პარასკევის ანგარიშში ნავარაუდევია, რომ მთავრობა გეგმავს, ამ მიზნისთვის $500 მილიონიდან $1 მილიარდამდე გამოყოს.

“ვფიქრობ, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის იანვარში ფონდი უკვე ამოქმედდება“, — თქვა შოლპანკულოვმა Bloomberg-ისთვის მიცემულ კომენტარში. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ მართული კრიპტოაქტივების ფონდის შექმნას სახელმწიფო მოხელეები განიხილავენ.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩამორთმეული აქტივები “სახელმწიფოს ციფრული აქტივების ფონდში გადაირიცხება“ და “შენახული იქნება, როგორც მთავრობის სტრატეგიული რეზერვი“. მან ასევე თქვა, რომ ციფრული განვითარების სამინისტროს შეთავაზებაა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სუბიექტებს მიეცეთ უფლება, კრიპტოს სანაცვლოდ, ენერგია მიაწოდონ კრიპტოვალუტების მაინინგის კერძო კომპანიებს.

Kazakhstan
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ყოფილი შტაბ-ბინა ალმატიში. წყარო: Wikimedia

დიდი ფსონი კრიპტოზე

ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ყაზახეთმა კრიპტო ბირჟა Binance-თან პარტნიორობით შექმნა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტო რეზერვი, რომლის პორტფელშიც პირველი ციფრული აქტივი BNB იყო.

ოქტომბრის დასაწყისში ყაზახეთმა დახურა ფულის გათეთრების სქემებში ჩართული 130 კრიპტო პლატფორმა და ამოიღო $16.7 მილიონი კრიპტოვალუტა.

პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა არაერთხელ გააკეთა განცხადება “ციფრული აქტივების სრულფასოვანი ეკოსისტემის“ შექმნის შესახებ და რეგულატორებს მოუწოდა, დააჩქარონ მუშაობა ეკონომიკურ სტრუქტურაში კრიპტოს მეტ ინტეგრაციაზე.

ამავდროულად, ქვეყანა ნერგავს ორმაგ მოდელს — ერთი მხრივ, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პროექტს ახორციელებს, მეორე მხრივ — Solana-სა და Mastercard-თან თანამშრომლობით სტეიბლკოინებს უშვებს.