ირანის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკი გაკოტრდა, რის შედეგადაც 42 მილიონზე მეტი მომხმარებლის აქტივები ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კრედიტორმა, Bank Melli-მა გადაიბარა.

ადგილობრივი მედიის, Iran International-ის ცნობით, Ayandeh Bank-მა გაკოტრება ხუთშაბათს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც $5.1 მილიარდის ზარალი და თითქმის $3 მილიარდის ვალი დააგროვა.

ირანის ცენტრალურმა ბანკმა (CBI) ვერ შეძლო ბანკის გადარჩენა, რის გამოც, მეწილეებს, 270 ფილიალის მქონე ბანკის დახურვის გარდა, სხვა გზა არ დარჩათ.

წყარო: National Union for Democracy in Iran

CBI-ის გუბერნატორმა, მუჰამედ რეზა ფარზინმა Ayandeh-ის მომხმარებლებს დაუდასტურა, რომ ისინი შეძლებდნენ თავიანთი დანაზოგის დაუყოვნებლივ დაბრუნებას, მაგრამ ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ რისკებს, რომლებიც თან სდევს ნდობას საბანკო სისტემისადმი, რომელიც გასცემს მომხმარებელთა დეპოზიტებს, ოპერირებს ფრაქციული რეზერვებით და ცუდ ვითარებაში “გადარჩენას“ ითხოვს.

როგორც ჩანს, საბანკო სისტემაში არსებული ეს ხარვეზები იყო სატოში ნაკამოტოს მოტივაცია Bitcoin-ის შექმნისას, რასაც ადასტურებს Bitcoin-ის გენეზისის ბლოკში ჩადებული შეტყობინება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ბანკების “გადარჩენას” ეხება.

ამავდროულად, ბოლო წლებში, Bitcoin-ის ზრდის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო აშშ-ის ადგილობრივი საბანკო კრიზისი 2023 წლის დასაწყისში, როდესაც Silicon Valley Bank-ი, Signature Bank-ი და Silvergate Bank-ი გაკოტრდნენ. იმ თვეში Bitcoin-ის ფასი $20,000-ის $29,000-მდე გაიზარდა, რადგან აშშ-ის საბანკო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა შესუსტდა.

ამ თვის დასაწყისში Reuters-მა, Morningstar-ის ანგარიშზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ აშშ-ის რეგიონული ბანკები კვლავ აჩვენებენ ფინანსური სტრესის ნიშნებს, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მარტის შემდეგ მათ რეზერვები და კლიენტთა დეპოზიტები გაზარდეს.

რვა ირანული ბანკი გაუქმების რისკის ქვეშაა

ირანის საბანკო სისტემა არამყარი გახდა ფართომასშტაბიანი სანქციების გამო, რომლებიც ბლოკავს საერთაშორისო ფინანსურ ქსელებზე წვდომას, ზღუდავს აშშ დოლარში ტრანზაქციებს და ზრდის რისკებს ადგილობრივ საბანკო სექტორში, ეროვნული ვალუტა კი მსყიდველობით უნარს სულ უფრო კარგავს.

ამ წლის დასაწყისში ცენტრალურმა ბანკმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ კიდევ რვა ადგილობრივ ბანკს ემუქრება გაუქმების რისკი, თუ ისინი რეფორმებს არ განახორციელებენ.

პრობლემები შეეხო ირანულ კრიპტობირჟებსაც, მაგალითად, Nobitex-ი ივნისში $81-მილიონიანი “დაჰაკვის” მსხვერპლი გახდა.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ ივლისამდე ირანული კრიპტოვალუტის ნაკადები 11%-ით შემცირდა ისრაელთან კონფლიქტების ფონზე.