ჰონგ-კონგის მონეტარული სამმართველო (HKMA) მიზნად ისახავს ტოკენიზაციის ეკოსისტემის გაზრდას ფინტექ-სექტორის ხუთწლიანი სტრატეგიის ფარგლებში.

ოთხშაბათს, ჰონგ-კონგის ფინტექ კვირეულის განმავლობაში, HKMA-მა განაცხადა, რომ სტრატეგია Fintech 2030 ფოკუსირებული იქნება “ოთხ სტრატეგიულ საყრდენზე“ (DART) მონაცემებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მდგრადობასა და ტოკენიზაციაზე.

წყარო: HKMA

“HKMA დააჩქარებს რეალური აქტივების (RWAs) ტოკენიზაციას და მაგალითის მიმცემი იქნება რეგულარული ტოკენიზებული სამთავრობო ობლიგაციების გამოშვებითა თუ გაცვლითი ფონდების ქაღალდების ტოკენიზაციის კონცეფციის შესწავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტოკენიზაციის ხელშეწყობის თანმდევი იქნება HKMA-ის მიერ გამოშვებული ახალი სტეიბლკოინის, e-HKD-ის გაშვება, რომელმაც საპილოტე პროგრამა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

საპილოტე პროგრამაში სტეიბლკოინი გამოყენებული იქნა ტოკენიზებული აქტივების ანგარიშსწორებისთვის, ოფლაინ გადახდებისა და პროგრამირებისთვის.

გარდა ამისა, HKMA ცდილობს, ითანამშრომლოს ინდუსტრიის მოთამაშეებთან და ცენტრალურ ბანკებთან. Fintech 2030 სტრატეგიის ნაწილია ფინანსურ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაც.

“AI-ის გამოყენებით, HKMA მიზნად ისახავს, გაზარდოს ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს რეაგირება და პერსონალიზაცია საბანკო მომსახურებებში, ამასთან, შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია განცხადებაში.