Google-ის მკლევრების თანახმად, კვანტურმა კომპიუტერმა მოლეკულის სტრუქტურის გაანალიზება თანამედროვე სუპერკომპიუტერებზე 13,000-ჯერ სწრაფად შეძლო.

ექსპერიმენტისას გამოყენებული იქნა Google Willow-ს კვანტური პროცესორი და “კვანტური ექოები” — ტექნიკა, რომელიც იყენებს ტალღებს ობიექტის დეტალური სურათის შესაქმნელად.

Google-ის თანახმად, ეს ტექნიკა მიზანში იღებს ერთ ქიუბიტს, კვანტურ კომპიუტერში ინფორმაციის შენახვის საბაზისო ერთეულს და ზუსტი სიგანლით მის რეაქციას იწვევს. შემდეგ კი საპირისპირო პროცესი მიმდინარებს, რაც მკლევრებს საშუალებას აძლევს, გაზომონ უკან დაბრუნებული “ექო” ან სიგნალი.

Google, Cybersecurity, Quantum Computing
კვანტური კომპიუტერის ექსპერიმენტის ოთხი ეტაპი. წყარო: Google

Google-ის ექსპერიმენტი დამტკიცებადია, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი შედეგის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ კვანტურ კომპიუტერზე მსგავსი ტექნიკური მახასიათებლებით.

საკმარისად ძლიერ კვანტურ კომპიუტერს შეუძლია, გახსნას დაშიფრული ალგორითმები, რომლებსაც კრიპტოვალუტები ეფუძნებიან და რომლებიც საბანკო, სამედიცინო და სამხედრო ტიპის სენსიტიური ინფორმაციის დასაცავად გამოიყენება. დაშიფვრა არის საბაზისო კომპონენტი ციფრულ აქტივებისა და დეცენტრალიზებული, P2P ფინანსებისთვის.

Google, Cybersecurity, Quantum Computing
ილუსტრაცია აჩვენებს, როგორ შეუძლია ჩარევას გააძლიეროს კვნატური ექო და განსაზღვროს ინფორმაცია. წყარო: Nature

კვანტური გამოთვლა და ეგზისტენციუალური საფრთხე კრიპტოსთვის

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიპტოგრაფია, რომელიც Bitcoin-ის საჯარო მისამართებს აკავშირებს კერძო გასაღებებთან, 2030 წლისთვის ხმარებაში აღარ იქნება.

“გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ესაა ყველაზე დიდი საფრთხე Bitcoin-ისთვის”, - ამბობს Naoris-ის დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი, დავიდ კარვალიო.

კარვალიოს თქმით, Bitcoin-ი და სხვა დეცენტრალიზებული პროტოკოლები კოლექტიური ქმედების პრობლემით ხასიათდებიან — საზოგადოებები თეორიულ გამოსავლებზე მსჯელობენ, მაგრამ ნაკლებად მიმართავენ უკვე არსებულ გამოსავლის გზებს.

ჯერ-ჯერობით კვანტური პროცესორები დაშიფრვის სტანდარტებთან გასამკლავებლად საკმარისად ძლიერი არაა.

Mental Outlaw-ს თანახმად, თანამედროვე დაშიფვრის ჯაჭვის სიგრძე 2,048 ბიტიდან 4,096 ბიტამდეა, კვანტურ კომპიუტერს კი მხოლოდ 22 ბიტის სიგრძის ჯაჭვის გაშიფრვა შეუძლია.

მიუხედავად ამისა, ინვესტორები და კომპანიები ცდილობენ პრობლემა გადაჭრან პოსტ-კვანტური კრიტპოგრაფიის სტანდარტების შემოღებით, სანამ კვანტური კომპიუტერი საკმარისად ძლიერი გახდება.

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ (SEC) სექტემბერში განსახილველად მიიღო დოკუმენტი, რომელიც ადგენს კვანტურ-რეზისტენტული დაშიფვრის სტანდარტებს 2035 წლამდე.