საინვესტიციო კომპანია Galaxy-მა 2025 წლის Bitcoin-ის ფასის პროგნოზი $185,000-დან $120,000-მდე შეამცირა. ძირითად მიზეზად დასახელდა ფასის არასტაბილურობა, რაც გამოწვეული იყო გაცვლით სავაჭრო ფონდებსა (ETF) და ფინანსურ ინსტიტუტებში პასიური საინვესტიციო ნაკადებით.
Galaxy-ის კვლევის ხელმძღვანელმა, ალექს ტორნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ BTC-ის ფასზე ზეწოლა მოახდინა რამდენიმე ფაქტორმა: ოქტომბერში კრიპტო ვეშაპების მიერ ბაზარზე 400,000 Bitcoin-ის (BTC) გამოშვებამ, ოქროში, AI-სა და Stablecoin-ებში როტაციებმა და ლევერიჯულმა ლიკვიდაციებმა.
“Bitcoin-ი ახალ ფაზაში შევიდა, რასაც ჩვენ “სიმწიფის პერიოდს” ვუწოდებთ. ამ პერიოდში დომინირებს ინსტიტუციური შესყიდვები, პასიური ნაკადები და დაბალი არასტაბილურობა. თუ Bitcoin-ი შეძლებს $100,000-იანი დონის შენარჩუნებას, გვჯერა, რომ თითქმის სამწლიანი Bull მარკეტი ხელუხლებელი დარჩება, თუმცა სამომავლო ზრდის ტემპი, შესაძლოა, შენელდეს“, — დაწერა ტორნმა X-ზე.
ტორნის თქმით, 10 ოქტომბრის მყისიერმა ვარდნამ, რომელმაც 24 საათში დაახლოებით $20 მილიარდის ლიკვიდაცია გამოიწვია (კრიპტოს ისტორიაში ყველაზე დიდი ლიკვიდაცია), აღმავალი ტენდენცია მნიშვნელოვნად დააზიანა.
შეცვლილი პროგნოზის მიუხედავად, გრძელ ვადაში, ტორნი Bitcoin-ის ფასის მიმართ კვლავ პოზიტიურად რჩება.
არის თუ არა ეს Bitcoin-ის ახალი Bear მარკეტის დასაწყისი?
კრიპტობაზარზე პანიკა სამშაბათს დაიწყო $1.3 მილიარდის ლიკვიდაციის გამო, რამაც BTC-ის ფასი ოთხი თვის განმავლობაში პირველად ჩამოსწია $100,000-ს ქვემოთ.
სამშაბათს და ოთხშაბათს BTC თავის 365-დღიან მოძრავ საშუალოს ჩამოსცდა, რამაც გააჩინა შიში, რომ ვარდნა გაგრძელდება და Bear მარკეტი დაიწყება.
ბაზრის ვარდნის დროს BTC-ის ფასი ყველა დროის მაქსიმუმთან ($126,000-ზე მეტი) შედარებით 20%-ზე მეტით დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი 20%-იან ვარდნას Bear მარკეტად მიიჩნევს, სხვები ამტკიცებენ, რომ ამგვარი კლება ნორმალურია.