Key takeaways:
Ethereum-ის მფლობელები მოგებაში არიან, რაც $4,000-მდე ზრდის შანსებს ზრდის.
Ether-ის გაყიდვების რისკი $3,800-ზეა — წინააღმდეგობის ამ დონემ შესაძლოა აღმასვლა შეაფერხოს.
გასულ უქმეებზე ფასის $3,600-მდე გაძვირებამ Ether-ის (ETH) ღირებულება აქტიურ რეალიზებულ ფასს ზემოთ ასწია, რაც ნიშნავს იმას, რომ ETH-ის საშუალო მფლობელი ზარალში აღარ არის. საკმარისია თუ არა ეს იმპულსი ფასის $4,000-მდე ან მეტად ზრდისთვის?
Ethereum-ი აქტიური თვითღირებულების ზემოთ ივაჭრება
Cointelegraph Markets Pro-სა და TradingView-ს მონაცემები აჩვენებს, რომ 4 ნოემბერს დაფიქსირებული ოთხთვიანი მინიმალური ნიშნულიდან ($3,050), Ether-ის ფასი კვირას 20%-ით გაიზარდა და $3,650-ს მიაღწია,
აღდგენა ტრამპის $2,000-იანი სატარიფო დივიდენდის დაპირებამ და აშშ-ის მთავრობის “შათდაუნის“ შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებულმა ოპტიმიზმმა განაპირობა. Glassnode-ის მონაცემებით, ამ გაძვირებამ ETH-ი აქტიურ რეალიზებულ ფასს ზემოთ ასწია, რომელიც, წერის მომენტისთცის, $3,545-ს შეადგენს.
საშუალო მფლობელების მოგებაზე გასვლა, ზარალის შემდეგ, მნიშვნელოვან ფინანსურ შვებას ნიშნავს, რაც აღმავალ საბაზრო პერსპექტივაზე მიუთითებს.
ისტორიულად, ამ დონის ზემოთ ასვლა ბაზრის სენტიმენტს პოზიტიურად ცვლიდა და ზარალში მყოფი მფლობელების მიერ გაყიდვებს ამცირებდა.
The chart below shows that when the price reclaimed its active realized price after briefly dipping below it in January 2024, it rallied 89% to $4,100 from $2,165. ქვემოთ მოცემული დიაგრამა აჩვენებს, რომ 2024 წლის იანვარში, აქტიურ რეალიზებულ ფასს ქვემოთ მოკლევადიანი დაცემის შემდეგ, ETH-ი 89%-ით გაძვირდა და $4,100-ს მიაღწია ($2,165-დან).
$4,000-ზე დაბრუნებისთვის $3,500-ზე ზემოთ ფასის შენარჩუნება არსებითია.
ETH/USD-ისთვის სხვა ძირითადი მხარდაჭერის დონეებია: $2,870, $2,530 და $1,800, რაც Ether-ის ფასების ექსტრემალური გადახრის ინტერვალებს ეფუძნება.
ETH-ის გამყიდველები $3,800-ის ნიშნულს დაიცავენ
Ether-ის თვითღირებულების განაწილების მონაცემების თანახმად, ინვესტორები დაახლოებით 4.2 მილიონ ETH-ს ინახავენ $3,600-დან $3,815-მდე საშუალო თვითღირებულებით, რაც პოტენციური წინააღმდეგობის ზონას ქმნის.
ეს კონცენტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ბევრმა ინვესტორმა შესაძლოა აქტივი ნულოვან მოგებაზე გაყიდოს და შეაფერხოს Ether-ის აღმავალი იმპულსი.
ტრეიდერები ამბობენ, რომ ETH-მა $3,700-დან $3,900-მდე წინააღმდეგობა მხარდაჭერად უნდა აქციოს, რათა $4,000-ის ზემოთ უფრო მაღალი ნიშნული დაიკავოს.
ეს სტატია არ მოიცავს საინვესტიციო რჩევას ან რეკომენდაციას. ყველა საინვესტიციო და სავაჭრო სვლა შეიცავს რისკს და მკითხველები გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ განსჯას უნდა დაყრდნონ.