ახალი მონაცემების თანახმად, საჯარო კომპანიების მიერ ეთერიუმის თითქმის ყველა შესყიდვა ივლისსა და სექტემბერს შორის სამთვიან პერიოდში მოხდა.

ეს ხდება კრიპტო აღმასრულებლების მოლოდინების პარალელურად, რომ წლის ბოლომდე კრიპტოვალუტის ფასი 200%-ით გაიზრდება.

“საჯარო კომპანიების მიერ ეთერიუმის შესყიდვების 95% მესამე კვარტალზე მოდის”, - თქვეს Bitwise Invest-ში ოთხშაბათს, რაც იმას გულისხმობს, რომ საჯარო ხაზინებში ახლა 19.13 მილიარდი აშშ დოლარია — ეთერიუმის მთლიანი მიწოდების თითქმის 4%.

Cryptocurrencies
მხოლოდ მესამე კვარტალში საჯარო ხაზინებში ეთერიუმის ტოკენების რაოდენობა 4 მილიონით გაიზარდა და 4.63 მილიონს მიაღწია. წყარო: Bitwise

იქნება თუ არა მომგებიანი მეოთხე კვარტალიც?

მესამე კვარტლის აქტივობები აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მოცემულობა წლის ბოლო კვარტალში, რომელიც, Coinglass-ის თანახმად, ისტორიულად, ეთერიუმისთვის საშუალოდ მეორე ყველაზე ცუდი პერიოდია.

ეთერიუმის ფასი 4,300 აშშ დოლარზე ზემოთ იყო პარასკევის საბაზრო გაყიდვებამდე, რამაც 19 მილიონ დოლარიანი ლიკვიდაცია გამოიწვია. მას შემდეგ ღირებულება 4,000 დოლარიან ნიშნულსაც ჩამოსცდა და CoinMarketCap-ის თანახმად, 3,980 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.

Cryptocurrencies
ბოლო 30 დღეში ეთერიუმის ფასი 11.65%-ით შემცირდა. წყარო: CoinMarketCap

მიუხედავად ამისა, ახალი სახაზინო ნარატივი ანალიტიკოსებს ჩვეულებრივზე მეტად კარგ ფინიშს ავარაუდებინებს.

ამ მომენტისთვის, StrategicETHReserve-ის თანახმად, ყველაზე მეტს, 3.03 მილიონ ეთერიუმს BitMine Immersion Technologies ფლობს, რომლის შემდეგაც მოდის Sharplink Gaming-ი 840,120-ით, შემდეგ კი The Ether Machine-ი 496,710-ით.

BitMEX-ის თანადამფუძნებელი არტურ ჰეისი და BitMine-ის ხელმძღვანელი, ტომ ლი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეთერიუმი 10,000 აშშ დოლარს მიაღწევს, უშუალოდ ლი კი 12,000 აშშ დოლარამდე ზრდასაც მოელის.

“ეთერიუმი ინსტიტუციებისთვის საუკეთესო არჩევანია” - Sharplink-ის თანააღმასრულებელი

Sharplink Gaming-ის თანადამფუძნებელი იოზეფ შალომი ამბობს, რომ ეთერიუმთან დაკავშირებით კარგი მოლოდინები აქვს და ის ინსტიტუციებისთვის საუკეთესო არჩევანია.

“ესაა დეცენტრალიზებული, დაცული და მუდმივად მზარდი ქსელი”, - თქვა მან.

შალომმა კოინტელეგრაფს განუცხადა, რომ Sharplink Gaming-ის უპირველესი პრიორიტეტი კაპიტალის მოზიდვა და რაც შეიძლება მეტი ეთერიუმის მოგროვებაა.

ანალიტიკოსები მიანიშნებენ კორპორაციული ხაზინის მიღმა სხვა კატალიზატორებზეც, მათ შორის, სტაბილურ შემოდინებაზე ეთერიუმის ETF-ებში აშშ-ში და სტეიკინგ კონტრაქტებით დალუქული ეთერიუმის დიდ რაოდენობაზე.

“ეთერიუმის მთლიანი მიწოდების 40% ცირკულაციაში აღარაა. ეს კი ეთერიუმის სუპერციკლზე მიანიშნებს”, - ამბობენ Merlijn The Trader-ში.

ოთხშაბათს, MN Trading Capital-ის დამფუძნებელმა, მაიკლ ვან დე პოპემ თქვა, ეთერიუმი vs ბიტკოინი ჯერ არც კი დაწყებულა.

“მცირედი აღმასვლა უკვე იყო, როგორც 2019-ში”, - თქვა ვან დე პოპმა და განმარტა, რომ ზრდა ჯერ კიდევ წინაა, უბრალოდ უნდა გავიაზროთ და გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია.