Cointelegraph
Ezra Reguerra
დაწერილია Ezra Reguerra-ს მიერ,შტატგარეშე მწერალი
Bryan O'Shea
განხილულია Bryan O'Shea-ის მიერ,შტატის რედაქტორი

ილონ მასკმა თავისი ძაღლი X-ზე დაპოსტა — მიმკოინის ფასი 29%-ით გაიზარდა

Floki-ს მიმკოინი თითქმის 29%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა თავისი შიბა ინუს ძაღლის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ძაღლი სოციალური მედიის პლატფორმა X-ის აღმასრულებელ დირექტორად (CEO) "მუშაობს".

ილონ მასკმა თავისი ძაღლი X-ზე დაპოსტა — მიმკოინის ფასი 29%-ით გაიზარდა
ახალი ამბები

ამერიკელმა ანტრეპრენიორმა ილონ მასკმა მიმკოინების ბაზარზე ხანმოკლე ზრდა გამოიწვია მას შემდეგ, რაც თავის სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე სახალისო პოსტი გააზიარა.

ორშაბათს, მასკმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ძაღლი "სამსახურში დაბრუნდა" X-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში. პოსტს თან ახლდა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ვიდეო, რომელშიც მისი ძაღლი მაგიდასთან ზის, ჰალსტუხითა და სათვალეებით.

Dogecoin, Elon Musk, Memecoin
წყარი: ილონ მასკი

CoinGecko-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ ორშაბათს, მასკის პოსტის შემდეგ, მიმკოინის ფასი $0.00006572-დან $0.00008469-მდე გაიზარდა, რაც 28.8%-იანი მატებაა. სტატიის წერის მომენტისთვის აქტივი $0.00007998-ზეა.

ეს ზრდა აჩვენებს ილონ მასკის გავლენას სპეკულაციურ კრიპტო აქტივებზე, განსაკუთრებით, მიმკოინებზე.

Floki-ის ფასი ბოლო ერთ კვირაში. წყარო: CoinGecko

მასკისა და მიმკოინების ისტორია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მასკის ქმედებამ მიმკოინების ფასებზე იქონია გავლენა. ყველაზე ცნობილი მაგალითია მასკის კავშირი კრიპტოვალუტა Dogecoin-თან (DOGE).

წლების განმავლობაში მასკი აქვეყნებდა ტვიტებს, ცვლიდა ლოგოებს და აკეთებდა სახალისო შენიშვნებს, რამაც DOGE-ის ფასის ზრდა გამოიწვია.

2022 წელს მასკის წინააღმდეგ სარჩელიც აღიძრა. მას DOGE-ის ფასის მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ მედიაში გამოჩენით თუ სოციალურ მედიაში გაკეთებული პოსტებით. სარჩელი 2024 წლის 14 ნოემბერს გამოიტანეს.

მიმკოინების სექტორმა ბოლოდროინდელ ვარდნებს გაუძლო

მიმკოინები არის ერთ-ერთი კრიპტო სექტორი, რომელიც ბოლოდროინდელი ვარდნებით დაზარალდა.

CoinMarketCap-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ 11 ოქტომბერს, კრიპტო ბაზრის ვარდნის დროს, მიმკოინების საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 40%-ით შემცირდა და $72 მილიარდიდან $44 მილიარდამდე დაეცა.

შედეგად მიმკოინების სექტორი ივლისის დონეს დაუბრუნდა, რითაც გაქარწყლდა ბოლო სამი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვარდნის შემდეგ სექტორი აღდგენის ნიშნებს აჩვენებდა, პარასკევს აქტივები მაინც 9%-11%-ით შემცირდა. ესა ბაზრებზე არსებულმა ფრთხილმა განწყობამ განაპირობა და ერთ დღეში კაპიტალიზაცია თითქმის $230 მილიარდით შემცირდა.

Cointelegraph ერთგულია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ჟურნალისტიკის პრინციპების. ეს საინფორმაციო სტატია მომზადებულია Cointelegraph-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად და მიზნად ისახავს ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდებას. მკითხველებს რეკომენდებულია ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება. გაეცანით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას https://ge.cointelegraph.com/editorial-policy