Binance-ის თანადამფუძნებელმა ჩანპენ ჭაომ (CZ) განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან შეწყალების მიღებით გარკვეულწილად გაკვირვებული იყო და პარასკევს გამართულ ინტერვიუში ტრამპის ოჯახთან საქმიანი ურთიერთობაც უარყო.

CZ-მა Fox News-ს განუცხადა, რომ ის არასდროს შეხვედრია პირადად და არც უსაუბრია ტრამპთან საპრეზიდენტო შეწყალების მიღებამდე ან მის შემდეგ. ის მხოლოდ ერთხელ შეხვდა ტრამპის ვაჟს, ერიკს Bitcoin Middle East and North Africa-ს კონფერენციაზე აბუ დაბიში.

“მე, Binance-სა და World Liberty Finance-ს საქმიანო ურთიერთობა არ გვაქვს“, — თქვა CZ-მა და დასძინა, რომ პროცესის განმავლობაში შეწყალების სტატუსის შესახებაც არ იცოდა.

Changpeng Zhao, US Government, United States, Donald Trump
Binance-ის თანადამფუძნებელი CZ უარყოფს მტკიცებებს, რომ მისი შეწყალება ფინანსურად იყო მოტივირებული. წყარო: Fox News

შეწყალებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: კრიპტო საზოგადოებამ ის ინდუსტრიის გამარჯვებად და ბაიდენის ადმინისტრაციის ანტი-კრიპტო პოლიტიკის შებრუნებად აღიქვა, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა შეწყალება გააკრიტიკეს და ტრამპი პოლიტიკურ კორუფციაში დაადანაშაულეს.

CZ-ის შეწყალებამ კონტროვერსიული რეაქციები გამოიწვია

შეწყალების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ის პირადად არ იცნობს CZ-ს, მაგრამ დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

“მას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ის, რაც მან გააკეთა, დანაშაულიც კი არ იყო. მას ბაიდენის ადმინისტრაცია დევნიდა“, — თქვა ტრამპმა.

დემოკრატმა კონგრესმენმა მაქსინ უოტერსმა ტრამპი “ფულის სანაცვლოდ“ შეთანხმებაში დაადანაშაულა — მისი თქმით, შეწყალება მოხდა ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულ პროექტებსა და პლატფორმებში, მათ შორის, World Liberty Financial-ში (WLFI) კრიპტო ინვესტიციების სანაცვლოდ.

Changpeng Zhao, US Government, United States, Donald Trump
დემოკრატი კანონმდებლების წერილი, რომელშიც CZ-ს შეწყალება ეჭვქვეშაა დაყენებული. წყარო: US Senate

ამ ბრალდებებმა რამდენიმე დემოკრატი კანონმდებელი, მათ შორის მასაჩუსეტსის სენატორი, ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი, ბერნი სანდერსი აიძულა, გაეგზავნათ ღია წერილი გენერალური პროკურორისთვის, პემ ბონდისთვის, რომელშიც ტრამპსა და მის მიერ CZ-ს შეწყალებას აკრიტიკებდნენ.