რიპტო ბაზრის სენტიმენტის ინდიკატორი გაურკვეველობის ზონაში რჩება მიუხედავად აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებებისა — აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება ამ კვირაში გააფორმა.

თუმცა, ზოგიერთი კრიპტო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს შეიძლება მალე დადებითი გავლენა ჰქონდეს ბაზარზე.

The Crypto Fear & Greed Index-ი, რომელიც კრიპტო ბაზრის საერთო სენტიმენტს ზომავს, კვირას 37-მდე გაიზარდა, რაც შაბათის მაჩვენებელზე 4 პუნქტით მეტია. ეს მცირე ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების შესახებ.

ჩინეთთან სავაჭრო ცვლილებებს ინდუსტრია ყურადღებით აკვირდება

“ესაა მასიური გამარჯვება, რომელიც იცავს აშშ-ის ეკონომიკურ სიძლიერესა და ეროვნულ უსაფრთხოებას, ამასთანავე პირველ ადგილზე აყენებს ამერიკელ მუშებს, ფერმერებსა და ოჯახებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

Cryptocurrencies, United States, Donald Trump
The Crypto Fear & Greed Index-ს ცვალებადობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. წყარო: Alternative.me

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ცვლილებებს კრიპტოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ყურადღებით აკვირდება, რადგან ტრამპის ტარიფების განცხადებები ხშირად კრიპტო ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.

ტრამპის 100%-იანი ტარიფების მუქარამ ჩინეთის წინააღმდეგ 11 ოქტომბერს ბაზარზე ფასების მკვეთრი კლება გამოიწვია და 24 საათში $19 მილიარდის ლიკვიდაცია მოხდა.

ამის შემდეგ კრიპტო ბაზარს აღდგენა უჭირს. შაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, MN Trading Capital-ის დამფუძნებელმა, მაიკლ ვან დე პოპემ, თქვა, რომ ეს დღე რეტროსპექტივაში ფასის შემობრუნების ერთ-ერთ წერტილად ჩაითვლება.

ანალიტიკოსის თქმით, ბაზარი აღმასვლის “ადრეულ სტადიაშია”

“ამჟამად ალტკოინებისა და Bitcoin-ის აღმავალი ციკლის ადრეულ სტადიაზე ვართ“, - თქვა ვან დე პოპემ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ჩინურ იმპორტზე გაზრდილი ორმხრივი ტარიფები“ 2026 წლის 10 ნოემბრამდე იქნება შეჩერებული.

ბოლოდროინდელ სავაჭრო შეთანხმებას კრიპტო ბაზარზე შესამჩნევი გავლენა ჯერ არ მოუხდენია. CoinMarketCap-ის მონაცემებით, Bitcoin-ის (BTC) ფასი ამჟამად $106,473-ზეა, ხოლო Ether-ის (ETH) — $3,607-ზე.