Cointelegraph
Nancy Lubale
დაწერილია Nancy Lubale-ს მიერ,ყოფილი შტატგარეშე მწერალი
Fernando Quirós
განხილულია Fernando Quirós-ის მიერ,შტატის რედაქტორი

Bitcoin-ის ფასი $104,000-ს ჩამოსცდა — ბაზარზე $1.3 მილიარდის კრიპტო გაიყიდა

კრიპტო ბაზარზე $1.3 მილიარდზე მეტი განულდა Bitcoin-ის ფასის მკვეთრი კლების პარალელურად.

Bitcoin-ის ფასი $104,000-ს ჩამოსცდა — ბაზარზე $1.3 მილიარდის კრიპტო გაიყიდა
ბაზრის ანალიზი

ძირითადი მიგნებები:

  • Bitcoin-ის ფასი სამშაბათს, ყველა დროის მაქსიმუმიდან 17%-ით დაეცა და $104,000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.

  • ზარალმა ბოლო 24 საათის განმავლობაში $1.3 მილიარდი შეადგინა.

  • ტრეიდერები ამბობენ, რომ Bitcoin-ი სწრაფად უნდა დაუბრუნდეს $105,000-ს, რათა თავიდან აიცილოს $100,000-ისკენ დაღმასვლა.

Bitcoin-ის (BTC) გაყიდვები სამშაბათსაც გაგრძელდა და $104,000-მდე ვარდნამ კრიპტო ბაზარზე დიდი ლიკვიდაცია გამოიწვია.

BTC/USD-ის დღიური გრაფიკი. წყარო: Cointelegraph/TradingView

Bitcoin-ის ფასი $104,000-ზე დაბლაა

BTC-ის ფასი სამშაბათს $104,130-მდე დაეცა — ტრეიდერებმა რისკის შემცირების პოზიცია აირჩირს.

6 ოქტომბერს დაფიქსირებული ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით კლება ($126,000) 17%-ს შეადგენს.

ლიკვიდირებული იქნა $1.21 მილიარდზე მეტი გრძელვადიანი პოზიცია, აქედან Bitcoin-მა $377 მილიონი შეადგინა, Ether-მა (ETH) კი $316.6 მილიონი.

როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, ბაზარზე სულ $1.36 მილიარდის გრძელი და მოკლე პოზიციები განულდა.

კრიპტო ლიკვიდაციები. წყარო: CoinGlass

ყველაზე დიდი ერთჯერადი ლიკვიდაცია მოხდა HTX-ზე, სადაც BTC-USDT-ის $47.87 მილიონის გრძელი პოზიცია დაიხურა.

Large clusters of long liquidations can signal capitulation and potential short-term bottoms, while heavy short wipeouts may precede local tops as momentum flips. 

დამატებითი მონაცემები CoinGlass-ისგან აჩვენებს Bitcoin-ის ფიუჩერსების ღია ინტერესის (OI) 4%-იან ვარდნას ბოლო 24 საათის განმავლობაში. ვარდნა უფრო გამოხატული იყო ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (Chicago Mercantile Exchange), რომლის Bitcoin OI ბოლო 24 საათის განმავლობაში 9%-ით შემცირდა.

OI-ის კლება მიუთითებს შემცირებულ ბაზრის მონაწილეობაზე, რაც ასუსტებს პოზიტიურ სენტიმენტს.

მაგალითად, OI-ის 10%-იან ვარდნას 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე თან ახლდა BTC-ის ფასის 8%-იანი ვარდნა.

$100,000 — Bitcoin-ის ბოლო თავდაცვის ხაზი

BTC-ის ფასის კლებამ ტრეიდერებში კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს შემობრუნების წერტილი.

“მრავალი მცდელობის შემდეგ, “დათვებმა” მაინც თავისი გაიტანეს”, - დაწერა ტრეიდერმა Jelle-მ X-ზე.

Jelle-ის თქმით, Bitcoin-ი უნდა დაბრუნდეს $105,000-$107,000-ის ზონაში, რათა თავიდან აიცილოს კორექტირება $100,000-ისკენ.

“The next area of support is $100K.”
BTC/USD-ის დღიური გრაფიკი. წყარო: Jelle

Bitcoin-ის ტრეიდერმა AlphaBTC-მ თქვა, რომ წინა დღის მინიმუმამდე, $105,300-მდე ჩამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი დაღმავალი ტალღა $100,000-ის ფსიქოლოგიური დონის ქვემოთ.

როგორც Cointelegraph-ი იტყობინებოდა, მოსალოდნელია, რომ “ხარები“ (მყიდველები) აგრესიულად დაიცავენ $100,000-იან ნიშნულს, რადგან ამ დონეზე ქვემოთ ჩამოსვლამ Bitcoin-ის დაღმავლის ახალი ციკლი შეიძლება გამოიწვიოს.

ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევებს ან რეკომენდაციებს. ნებისმიერი საინვესტიციო და სავაჭრო სვლა შეიცავს რისკს და მკითხველები გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ განსჯას უნდა დაეყრდნონ.


ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევებს ან რეკომენდაციებს. ნებისმიერი საინვესტიციო ან სავაჭრო გადაწყვეტილება დაკავშირებულია რისკებთან და გადაწყვეტილების მიღებისას მკითხველებმა უნდა ჩაატარონ საკუთარი კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ზუსტი და დროული ინფორმაცია, Cointelegraph არ იძლევა გარანტიას ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე, სრულყოფილებაზე ან სანდოობაზე. ეს სტატია შეიძლება შეიცავდეს მომავალზე ორიენტირებულ განცხადებებს, რომლებიც ექვემდებარება რისკებსა და გაურკვევლობებს. Cointelegraph არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ზარალის ან ზიანისთვის, რომელიც წარმოიშობა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით.