Cointelegraph
Turner WrightTurner Wright

Circle მომხმარებლებს USDC-ით იარაღის შეძენის უფლებას მისცემს

კომპანიამ განაახლა წესები, რომლებიც ეხებოდა იარაღის ყიდვა-გაყიდვას "მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით".

Circle მომხმარებლებს USDC-ით იარაღის შეძენის უფლებას მისცემს
ახალი ამბები

სტეიბლკოინების ემიტენტმა Circle-მა განაახლა თავისი პოლიტიკა, რათა დაეზუსტებინა აკრძალული ტრანზაქციების წესები კანონიერად მოპოვებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისთვის.

Circle-მა წესები USDC-ის სტეიბლკოინისთვის განაახლა. წესებში კონკრეტულად იყო ნათქვამი, რომ პლატფორმას ჰქონდა უფლება, რომ “მონიტორინგი გაუწიოს და, საჭიროების შემთხვევაში, დაბლოკოს ან თავიდან აიცილოს ტრანზაქციები“, რომლებიც დაკავშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენასთან.

თუმცა, მოგივიანებით Circle-მა განაახლა პირობები და დაამატა, რომ აკრაძალული იყო იარაღის შეძენა “მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით“, რაც გულისხმობს, რომ ამერიკელ მომხმარებლებსა და სხვებს სტეიბლკოინის გამოყენებით იარაღის კანონიერად შეძენა შეეძლოთ.

Dollar, Circle, Buy, Stablecoin
განახლებული პირობები. წყარო: Circle

გაურკვეველია, როგორ შეეძლო პლატფორმას ასეთი შეზღუდვების დაწესება ცვლილებამდე ან იყო თუ არა ისინი წესებში 2018 წელს USDC სტეიბლკოინის გაშვების შემდეგ.

Cointelegraph-ი დაუკავშირდა Circle-ის წარმომადგენელს კომენტარისთვის, მაგრამ პასუხი გამოქვეყნების მომენტისთვის არ მიუღია.