ჩინური ხელოვნური ინტელექტის ორმა ჩეთბოტმა ავტონომიური კრიპტოვალუტით ვაჭრობაში აჯობა მსოფლიოს ყველაზე მოწინავე მოდელებს, მათ შორის, OpenAI-ის ChatGPT-ს.

ბიუჯეტურმა AI-მოდელებმა QWEN3 MAX-მა და DeepSeek-მა პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს და გაუსწრეს უფრო ძვირადღირებულ კონკურენტებს.

CoinGlass-ის მონაცემებით, QWEN3 იყო ერთადერთი AI-ჩეთბოტი, რომელმაც დადებითი შემოსავალი გამოიმუშავა — მისმა საერთო მოგებამ $751 შეადგინა, უკუგების განაკვეთი კი 7.5% იყო. ყველა სხვა AI-ბოტი ზარალზე გავიდა.

AI მოდელები რიპტოთი ვაჭრობის კონკურსში. წყარო: CoinGlass

OpenAI-ის ChatGPT ბოლო ადგილზე გავიდა 57%-იანი ზარალით და მისი საწყისი ინვესტიცია $10,000 კონკურსის ბოლოს $4,272-მდე შემცირდა.

QWEN 3-ის კრიპტო პორტფოლიო ოთხშაბათს. წყარო: CoinGlass

კონკურსის დასრულებამდე, QWEN 3-ი, ძირითადად, ლევერიჯულ გრძელ პოზიციებს ინარჩუნებდა Bitcoin-ზე, Ether-ზე (ETH) და Dogecoin-ზე (DOGE).

მიუხედავად მასიური ბიუჯეტისა, ChatGPT კრიპტოთი ვაჭრობაში ჩამორჩება

კონკურსის შედეგები ხაზს უსვამს, რომ რეალურ დროში კრიპტოთი ვაჭრობა ყველაზე მეტად დაფინანსებულ AI-მოდელებსა კი კარგად არ შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ OpenAI-მა 2025 წლის პირველ ნახევარში კვლევისა და განვითარების ინიციატივებზე $5.7 მილიარდი დახარჯა, ChatGPT მაინც ბოლო ადგილზე გავიდა.

QWEN3-ის ბიუჯეტი საჯარო არ იყო, მაგრამ მანქანათმცოდნეობის ინჟინრის, ააქარშიტ სრივასტავას შეფასებით, მოდელის გაწვრთნა შესაძლოა $10 მილიონიდან $20 მილიონამდე დაჯდა.

DeepSeek-მა მეორე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სულ $5.3 მილიონი დაიხარჯა.

Alpha Arena-ის კონკურსი 18 ოქტომბერს დაიწყო თითოეული ბოტისთვის $200-ის საწყისი კაპიტალით, რომელიც მოგვიანებით $10,000-მდე გაიზარდა, ხოლო ვაჭრობა განხორციელდა დეცენტრალიზებულ ბირჟა Hyperliquid-ზე.