ანალიტიკოს ლუკ გრომენს მიაჩნია, რომ ამერიკული დოლარის ჰეგემონია დასრულდა, რაზეც ელექტრონიკის წარმოებისა და სამხედრო თავდაცვისთვის აუცილებელ იშვიათ მინერალებზე ჩინეთის მიერ დაანონსებული საექსპორტო კონტროლი მოწმობს.

მან ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთის შეზღუდვები აკრძალავს კრიტიკული მინერალების მიყიდვას ამერიკული სამხედრო ინდუსტრიული კომპანიებისთვის, რომლებიც დოლარს სამხედრო ძალით უმაგრებენ ზურგს.

“საექსპორტო კონტროლმა პრეზიდენტ ტრამპს აიძულა, დაეწესებინა 100%-იანი ტარიფები ჩინეთზე და გამოააშკარავა, რომ ჩინეთს ბევრად უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე დასავლელი კომენტატორები ვარაუდობდნენ.თუ მსოფლიო მონეტარულ წესრიგთან შეპირისპირებას გადაწყვეტდი, აშშ სამხედროებს გამოგზავნიდა და გაგანადგურებდა. ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება იმას, თუ რატომაც მოკლეს სადამი ან რასაც კადაფი აკეთებდა”, - თქვა გრომენმა.
Dollar, China, Bitcoin Price, Economy, United States
ანალიტიკოსი ლუკ გრომენი მარტი ბენტის პოდკასტში Truth For The Commoner. წყარო: TFTC

Reuters-ის თანახმად, ჩინეთი იშვიათი მინერალებისა და მაგნიტების 90%-ს აწარმოებს. გრომენის თანახმად, დაანონსებული საექსპორტო შეზღუდვები არა მხოლოდ მიწოდების ჯაჭვს გარდაქმნის, არამედ მთლიან მსოფლიო მონეტარულ წესრიგს.

რას ნიშნავს ეს Bitcoin-ისა და მყარი ფულისთვის?

გრომენი აღნიშნავს, რომ მყარი ფულის სტანდარტი აშშ-ის მიმდინარე ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა.

ის მიიჩნევს, რომ BTC-იც მყარი ვალუტაა, რომელსაც ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია, შესაბამისად, ოქროსა და BTC-ის ფასის ზრდასაც მოელის იმ პირობებში, როდესაც, ინფლაციის ფონზე, ინდივიდებმა და ბიზნესებმა მსყიდველობითი უნარის კლების გამო BTC-ის აქტიური გამოყენება დაიწყეს. გრომეს ეჭვი შეაქვს აშშ-ის მთავრობის გეგმაში, გამოიყენოს სტეიბლკოინები დოლარის ჰეგემონიის დასაცავად და აღნიშნავს, რომ სტეიბლკოინები მხოლოდ მოკლევადიანი გამოსავალია, რომელიც ვერ აგვარებს ძირითად პრობლემას, ვალუტის გაუფასურებას.

Dollar, China, Bitcoin Price, Economy, United States
დოლარის სავალუტო ინდექსი (DXY), რომელიც აშშ დოლარის სიმყარეს ზომავს სხვა მთავარი ვალუტების მიმართ, იკლებს. წყარო: TradingView

The Kobeissi Letter-ის საინვესტიციო ანალიტიკოსების თანახმად, აშშ დოლარი 1973 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ წელს უახლოვდება — წლის განმავლობაში 10%-ით გაუფასურდა, ხოლო 2000 წლის შემდეგ, მსიყდველობითმა უნარმა 40%-ით დაიკლო. ამის პარალელურად, Bitcoin-ის და ოქროს ფასები რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.

Kobeissi Letter-ის თანახმად, ვალუტის მიმდინარე გაუფასურება ნიშნავს, რომ აქტივებზე ფასები გაიზრდება, რადგან ინვესტორებს მსიყდველობითი უნარის შენარჩუნება სურთ.