ბრაზილიურმა ციფრულმა ბანკმა, Banco Inter-მა დაასრულა ბლოკჩეინზე დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო საფინანსო სისტემის საპილოტე პროექტი Chainlink-თან, ბრაზილიის ცენტრალურ ბანკთან და ჰონგ-კონგის მონეტარულ სამმართველოსთან (HKMA) ერთად. ესაა მაგალითი, თუ როგორ შეუძლია განაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგიას (DLT) ერთაშორისი ანგარიშსწორების გამარტივება.
ექსპერიმენტი ჩატარდა ბრაზილიის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტ Drex-ის მე-2 ფაზის ფარგლებში და მოახდინა ექსპორტის ტრანზაქციების სიმულაცია ბრაზილიის Drex ქსელსა და ჰონგ-კონგის Ensemble პლატფორმას შორის, რომელიც HKMA-ის პროექტ Ensemble-ის ინიციატივითაა შემუშავებული.
Banco Inter-ის განცხადებით, Chainlink-მა უზრუნველყო ინფრასტრუქტურა, რომელმაც ორი ქსელი დააკავშირა.
Banco Inter-ი Chainlink-თან ადრეც თანამშრომლობდა, მათ შორის, ბრაზილიის ციფრული ვალუტის პროექტ Drex-ის მე-2 ფაზის უფრო ადრეული პილოტის დროს.
“ტოკენიზებული გადახდების მხარდაჭერით, ჭკვიანი კონტრაქტების მეშვეობითა და საკუთრების უფლების ავტომატიზაციით, პლატფორმა ამცირებს ხარჯებს, რისკს და საერთაშორისო ბაზრის შესაძლებლობებზე წვდომას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებენ Banco Inter-ში.
ეს საკრედიტო და გადახდების სისტემა, რომელიც იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს, მართონ საერთაშორისო ბიზნესი, გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროდ რჩება. საპილოტე პროექტით ვლინდება, რომ ასეთი პროცესების ავტომატიზაცია შესაძლებელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, საქონლის მოძრაობის, გადახდებისა და საკუთრების უფლების გადაცემის სინქრონიზაციისთვის.
პილოტში ასევე მონაწილეობდა ფინანსური ინსტიტუტი Standard Chartered-ი.
ბრაზილიის ციფრული რიალი ფორმას იძენს
ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე პროექტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დააჩქარა — ის მუშაობს სინთეზური ციფრული რეალის შესაქმნელად, რომელიც აერთიანებს დაპროგრამების შესაძლებლობას, კონფიდენციალურობასა და დეცენტრალიზაციას.
ინიციატივა ემთხვევა ციფრულ გადახდებზე სწრაფ გადასვლასა და სტეიბლკოინის მზარდ ათვისებას ბრაზილიაში. ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, გაბრიელ გალიპოლომ თებერვალში განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტო ტრანზაქციების დაახლოებით 90% სტეიბლკოინებზე მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ Drex-ს ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტად მოიხსენიებენ, გალიპოლომ მას უწოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საკრედიტო ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ბრაზილიის ფინანსური სისტემის მოდერნიზაციას.