ძირითადი პუნქტები:
Bitcoin-ი ოთხი თვის მინიმუმზეა — ფასი $100,000-ს ჩამოსცდა, გაყიდვები და BTC-ის ETF-ებიდან გადინება იზრდება.
ტრეიდერები პოტენციურ ფსკერად $88,000-დან $95,000-მდე შუალედს ასახელებენ.
Bitcoin-ის (BTC) გაყიდვები სამშაბათს გაიზარდა და ფასი მოულოდნელად ოთხი თვის მინიმუმამდე, $100,800-მდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები ცდილობენ, დაადგინონ მიმდინარე გაყიდვების ზუსტი მიზეზები, თითქმის ყველა მოელის, რომ BTC-ის ფასი შეიძლება კიდევ უფრო დაეცეს, სავარაუდოდ, $95,000-ის ფარგლებში.
პოპულარულმა ტრეიდერმა HORSE-მა გააზაირა გრაფიკი და ივარაუდა, რომ თუკი $100,000 “ხაფანგი“ არ აღმოჩნდება, ფსკერი შესაძლოა ახლოს იყოს.
Hyblock-ის ლიკვიდაციის სითბური რუკა აჩვენებს, რომ $100,000-ზე ლევერიჯული გრძელი პოზიციები რისკის ქვეშაა, რასაც მოჰყვება შედარებით მცირე ლიკვიდურობა $88,000-მდე.
მეორე მხრივ, ტრეიდერმა სკოტ მელკერმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც აღნიშნა, რომ Bitcoin-მა “ისტორიაში 4-ჯერ ჩამოსცდა 50-კვირიან მოძრავ საშუალოს” და ყოველ ჯერზე, როდესაც ასე მოხდა “ფასმა 200-კვირიანი მოძრავი საშუალოს ტესტირება დაიწყო“.
“ფასი ახლა $700-ით მაღლაა 50-კვირიან საშუალოზე. 200-კვირიანი საშუალო კი $55,000-ის ფარგლებშია”, - დაწერა მან.
X-ზე კიდევ ერთი გავრცელებული თეორიით, 10 ოქტომბრის კრიპტო ბაზრის გაყიდვების შედეგად, დაზარალდა პროფესიული და ინსტიტუციური ორგანიზაციების პორტფოლიოები, რამაც გამოიწვია Bitcoin-ის $20 მილიარდის პოზიციების ლიკვიდაცია.
ანალიტიკოსები (მაგალითად, ტონი სტიუარტი) ვარაუდობენ, რომ სამშაბათის მასიური გაყიდვების სწორედ დაზარალებულ ფონდებს უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ამჟამად უცნობია, “არსებობენ მსხვილი ფირმები, რომლებსაც წყალქვეშ ბუნდოვანი გამოსახულებსი დანახვა უკვრ შეუძლიათ“.
თავის პოსტში სტიუარტი განმარტავს, თუ როგორ უნდა დადგინდეს, რომელი ფონდები იმყოფებიან სტრესის ქვეშ და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს Bitcoin-ის ფასისთვის მომავალში.
ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევებს ან რეკომენდაციებს. ნებისმიერი საინვესტიციო და სავაჭრო სვლა შეიცავს რისკს და მკითხველები გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ განსჯას უნდა დაეყრდნონ.
ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევებს ან რეკომენდაციებს. ნებისმიერი საინვესტიციო ან სავაჭრო გადაწყვეტილება დაკავშირებულია რისკებთან და გადაწყვეტილების მიღებისას მკითხველებმა უნდა ჩაატარონ საკუთარი კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ზუსტი და დროული ინფორმაცია, Cointelegraph არ იძლევა გარანტიას ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე, სრულყოფილებაზე ან სანდოობაზე. ეს სტატია შეიძლება შეიცავდეს მომავალზე ორიენტირებულ განცხადებებს, რომლებიც ექვემდებარება რისკებსა და გაურკვევლობებს. Cointelegraph არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ზარალის ან ზიანისთვის, რომელიც წარმოიშობა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
