მთავარი საკითხები:

  • ბოლო გაყიდვების შემდეგ Bitcoin-ს ფასის აღდგენა უჭირს.

  • მერყევი BTC-ის მომდევნო სამიზნე 111,000, კვირის ბოლოსთვის კი 114,500-ია.

  • Fed-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინმა S&P 500-ის ახალი მაქსიმუმი განაპირობა.

ოთხშაბათს, Wall Street-ის გახსნისას, Bitcoin-ის (BTC) ფასი წნეხის ქვეშ დარჩა, ხოლო ამერიკულმა აქციებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

Bitcoin Price, Markets, Stocks, Market Analysis, S&P 500
BTC/USD-ის ერთსაათიანი გრაფიკი. წყარო: Cointelegraph/TradingView


Fed-ის შეხვედრამდე Bitcoin-ის ფასი მერყევი რჩება

Cointelegraph Markets Pro-სა და TradingView-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ BTC-ის ფასი $113,000-ის გარშემო მოქმედებს.

BTC/USD ჯერ კიდევ აღიდგენს წინა დღის გაყიდვების შედეგად გამოწვეულ ზარალს, რომლის დროსაც ფასი $116,000-დან დაეცა.

მოკლევადიან სამიზნეებში მთავარი ეს ნიშნული იყო, სხვა სამიზნეებს შორის კი $114,500 და $111,000-ია.

“Bitcoin-ი ახლა არასტაბილური რეტესტის პროცესშია. ტესტი რომ წარმატებულად ჩაითვალოს, კვირა $114,500-ზე მაღლა უნდა დაიხუროს“, – დაწერა X-ზე ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა Rekt Capital-მა.

Rekt Capital-მა ხაზი გაუსვა Bitcoin-ის 21-კვირიან ექსპონენციურ მოძრავ საშუალოს (EMA) $111,000-ის ნიშნულთან ახლოს.

BTC/USD-ის ერთკვირიანი გრაფიკი. წყარო: Rekt Capital/X

ტრეიდერმა Daan Crypto Trades-მა ყურადღება გაამახვილა 200-პერიოდიან EMA-ზე ოთხსაათიან დროის ჩარჩოებზე, რომელიც ამჟამად $113,100-ზეა.

“BTC კვლავ დიაპაზონშია. $116,000-იანი ნიშული ორჯერ იქნა უარყოფილი და ფასი კვლავ დაეცა $111,000-ის გარშემო,“ – დაწერა მან X-ზე.

Daan Crypto Trades-მა ყურადღება მიაპყრო დიაპაზონის საზღვრებსაც, რომლებიც, შესაბამისად, $116,000 და $107,000 იყო.

BTC/USDT-ის ოთხსაათიანი გრაფიკი უვადო კონტრაქტზე. წყარო: Daan Crypto Trades/X

პარალელურად, S&P 500-ი ხმაურით გაიხსნა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი, 6,914, დააფიქსირა.

S&P 500-ის ერთსაათიანი გრაფიკი. წყარო: Cointelegraph/TradingView


ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც რისკიანი აქტივებით მოვაჭრეები ემზადებიან აშშ-ის ფედერალური რეზერვის (Fed) საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილებისთვის.

როგორც Cointelegraph-ი იტყობინება, ბაზრები 0.25%-იან შემცირებას ელოდებიან, რაც ტრადიციული ხელშემწყობი ფაქტორია კრიპტოსთვის, აქციებისთვის და სხვა აქტივებისთვის.

ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევებს ან რეკომენდაციებს. ნებისმიერი საინვესტიციო და სავაჭრო სვლა დაკავშირებულია რისკთან და მკითხველები გადაწყვეტილების მიღებამდე საკუთარ განსჯას უნდა მიენდონ.