მთავარი საკითხები:
ბიტკოინის გრაფიკები აჩვენებს, რომ, დიდი ალბათობით, მოკლევადიან პერიოდში ფასი ჯერ 103,800-მდე შემცირდება, შემდეგ კი $100,000-სსაც ჩამოსცდება.
ინვესტორების აზრით, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ საკუთარი AI-ინფრასტრუქტურისთვის CAPEX-ის (კაპიტალური დანახარჯები) ექსპანსია სპეკულაციურ ბაზარზე მიუთითებს.
თვის ბოლოს Bitcoin-ის (BTC) გაყიდვებმა იმატა და ნიუ-იორკის ბირჟის გახსნიდან მალევე ფასი $107,328-მდე დაეცა, დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი $106,800 იყო. ეს სვლა ასახავს სისუსტეს აშშ-ის აქციების ბირჟაზე, რომელზეც S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსები მცირედით შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ Big Tech-ის მესამე კვარტლის შემოსავლებმა მოლოდინებს გადააჭარბა.
“შესანიშნავი შვიდეულის” გიგანტების, Meta-ს და Microsoft-ის აქციების ფასი, შესაბამისად, 10%-ითა და 3%-ით შემცირდა და ინვესტორების სკეპტიციზმმა Big Tech-ის AI-ის საინვესტიციო დანახარჯებზე გადაწონა პოზიტიური საშემოსავლო შედეგები. Meta-მ AI-ის კაპიტალური დანახარჯები $70-$72 მილიარდის ინტერვალამდე გაზარდა, Alphabet-ი კი $93 მილიარდს დახარჯავს ამავე მიზნით.
როგორც ჩანს, ბაზარზე არც დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სავაჭრო შეხვედრის პოზიტიური აღწერის სჯერათ. ფენტანილზე დაწესებული ტარიფების შემცირებასა და ჩინეთის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის აკრძალვის ერთი წლით გადადებას მიღმა, დისკუსიის ბუნებასა და შედეგად მიღებულ შეთანხმებაზე რამდენიმე დეტალი გამოიკვეთა, თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი ინვესტორების კვლავ რის-ფაქტორად რჩება.
Bitcoin-ის ფასის მერყეობა მოულოდნელი შედეგია ინვესტორებისთვის, რომლებიც პროგნოზირებდნენ ფასის ზრდას იმ შემთხვევაში, თუ თვის ბოლოსთვის ტრამპისა და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება, ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის 25 საბაზისო ერთეულით შემცირება და კვარტალური გამკაცრების პოლიტიკის დასასრული დადასტურდებოდა.
ბიტკოინი ამჟამად ქვემოთ მიდის და როგორც Hyblock-ის ლიკვიდაციის ინტენსივობის რუკა აჩვენებს, ყველაზე დიდი ლიკვიდურობა ახლა $103,800-თანაა.
ამავე რუკაზე, ერთ-თვიან ჭრილში, რომელიც გრძელვადიან პოზიცვიებს მოიცავს, ლიკვიდურობა $100,500-სა და $98,600-თანაა.
ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევას ან რეკომენდაციებს. ყველა საინვესტიციო და სავაჭრო სვლა შეიცავს რისკს და მკითხველებმა გადაწყვეტილებები საკუთარი განსჯის შედეგად უნდა მიიღონ.