მთავარი საკითხები:

  • Bitcoin-ის ფასი $111,000-მდე გაიზარდა, რისი მიზეზიც მაკროეკონომიკური მოცემულობის გაუმჯობესება და აშშ-ჩინეთის პოტენციური სავაჭრო შეთანხმებაა.

  • ტექნიკური ანალიზის თანახმად, მომდევნო კვირებში ფასი $186,000-$192,000-მდეც შეიძლება გაიზარდოს.

ორშაბათს, ევროპაში სავაჭრო კვირის დასაწყისში, Bitcoin-ის (BTC) $111,000-იან ნიშნულს დაუბრუნდა, რასაც მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად გაზრდილი ინვესტორების ნდობა განაპირობებს.

ბიტკოინის ფასის საათობრივი ცვლილება. წყარო: Cointelegraph/TradingView

მაკროეკონომიკური მონაცემები Bitcoin-ის გაძვირებას ვარაუდობს

Cointelegraph Markets Pro-სა და TradingView-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Bitcoin-ის ფასი 24 საათში 4%-ით, $111,430-მდე გაიზარდა, ხოლო პარასკევს დაფიქსირებული $103,530-ის შემდეგ, 7.6%-ით.

Bitcoin-ის ტრაექტორიას მიჰყვნენ საბაზრო კაპიტალიზაციით სხვა უმსხვილესი კრიპტოვალუტებიც. მაგალითად, 4.6%-ით მოიმატა Ethereum-ის (ETH) ფასმა და საკვანძო $4,000-იან ნიშნულს დაუბრუნდა.

XRP-ის (XRP), Solana-ს (SOL), BNB-ისა (BNB) და Dogecoin-ის (DOGE) ფასმა 3%-დან 5%-მდე მოიმატა ბოლო 24 საათში. კრიპტო ბაზრის მთლიანმა კაპიტალიზაციამ კი 4.6%-ით მოიმატა და $3.78 ტრილიონს მიაღწია.

უმსხვილესი კრიტპოვალუტების ფასის ცვლილება ბოლო 24 საათში. წყარო: Coin360

ამ მოცემულობას მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის ჩანიშვნა განაპირობებს 31 ოქტომბრისთვის.

დაძაბულობის დეესკალაცია და აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების გაზრდილი შანსი ფასებზე მნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას ახდენს.

მანამდე ფასების შემცირება ტრამპის მიერ ჩინეთისთვის დაანონსებულმა ტარიფებმა და აშშ-ის რეგიონული ბანკების ცუდ სესხებზე ინფორმაციამ განაპირობა.

ამავდროულად, CME Group FedWatch-ის თანახმად, ბაზარზე მოელიან, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს 25 საბაზისო ერთეულით, 3.75%-4%-მდე დაწევს 28-29 ოქტომბრის სხდომაზე.

Fed-ის თავმჯდომარე ჯერომი პაუელმა მიანიშნა, რომ კვარტალური გამკაცრების პერიოდი შესაძლოა მალე დასრულდეს, სავარაუდოდ, 2026 წლის იანვარში, რამაც, პოტენციურად, მეტი ლიკვიდობა და 2021 წლის მსგავსად, კრიპტოს ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.

შემდეგი გაჩერება - $190,000?

ტექნიკური პერსპექტივით, Bitcoin-ის ახლანდელ ზრდა მიჰყვება RSI-ის (შედარებითი სიძლიერის ინდექსი) პოზიტიურ სიგნალს. მას შემდეგ, რაც ინდიკატორმა აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალ დღიურ ნიშნულს მიაღწია, ზრდის ტრაექტორიით მიდის.

ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ გაყიდვებმა დაიკლო, რადგან ტრეიდერებმა უფრო მეტი შეიძინეს დაკლებული ფასით.

მაკორეკონომიკურმა მოცემულობამ გამოიწვია ისიც, რომ ორკვირიან გრაფიკზე რამდენიმე პოზიტიური ნიშანია, რომლებიც BTC-ის ფასის უფრო მაღალ ნიშნულებზე მიუთითებს.

როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, პირველი მათგანი გაჩნდა 2023 წლის სექტმბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე პერიოდში და ახლაც მოქმედებს — მისი მიზნობრივი ნიშნული $192,000-ია, მეორე კი 2024 წლის სექტემბრიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში, მიზნობრივი ნიშნულით — $186,000.

მესამე მათგანი ამ წლის მარტში გაჩნდა და მას შემდეგ შეიძლება დადასტურდეს, რაც ფასი $115,000-ს გასცდება, რამაც შესაძლოა გზა გაუხსნას $192,000-მდე ზრდას.

BTC/USD-ის ორკვირიანი გრაფიკი. წყარო: Cointelegraph/TradingView

მსგავსი, თუმცა უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს Mags-ს, რომლის თანახმადაც, რამდენიმე კვირაში კრიტპოვალუტის ღირებულება შესაძლოა $250,000-$290,000-ის ფარგლებში იყოს.

BTC/USD გრაფიკი კვირების მიხედვით. წყარო: Mags

ანალიტიკოს აქსელ ქიბარს შედარებით კონსერვატიული მოლოდინი აქვს და ვარაუდობეს, რომ Bitcoin-ისთვის შემდეგი ნიშნული $141,300-ია. 

Cointelegraph-ის თანახმად, Bitcoin-ის მიერ კვირის $108,000-ზე ჩახურვა ნიშანია, რომ აღმასვლის ტრენდი გაგრძელდება.

ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევას ან რეკომენდაციას. ყველა ინვესტიცია და სავაჭრო სვლა შეიცავს რისკს და მკითხველი უნდა დაეყრდნოს საკუთარ ანალიზს გადაწყვეტილების მიღებისას.