ძირითადი პუნქტები:

  • სპოტ და ფიუჩერსული ვაჭრობის მზარდი მოცულობა აჩვენებს, რომ მოვაჭრეები კვლავ უბრუნდებიან კრიპტობაზარს.

  • ტრეიდერები ფასის ზრდისთვის ემზადებიან, მაგრამ გრაფიკები იმაზე მიანიშნებს, რომ სვინგ-ტრეიდერები (Swing traders) შიდადღიური ზრდის პიკებს გაყიდიან.

სამშაბათს, კრიპტობაზარზე ფასების ცვლილება არასტაბილური გახდა, რადგან Bitcoin-ის (BTC) ფასმა დღიურ მაქსიმუმს, $114,000-ს მიაღწია, ხოლო Ether-მა (ETH) მცირე ხნით $4,110-მდე გაზრდა მოახერხა. Solana-ს SOL-მა ასევე სცადა $200-იანი ნიშნულის გადალახვა და $198-მდე გაიზარდა. ეს ზრდა, სულ მცირე, Bitcoin-ის შემთხვევაში, ემთხვევა BTC-ის მიმართ ღია ინტერესის ზრდას და მიანიშნებს, რომ მოვაჭრეები ბაზარზე ბრუნდებიან 10 ოქტომბრის გაყიდვების შემდეგ, რა დროსაც $20 მილიარდის ფიუჩერსების ლიკვიდაცია მოხდა.

მოვაჭრეების ბაზარზე დაბრუნების დასტური შეიძლება იყოს CoinGlass-ის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, Bitcoin-ის ფიუჩერსებზე ღია ინტერესი 11 ოქტომბრის მინიმალური მაჩვენებლიდან, $28 მილიარდიდან, $32 მილიარდამდე გაიზარდა.

Bitcoin-ის ფიუჩერსების ღია ინტერესი. წყარო: CoinGlass

Hyblock-ის ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს გრაფიკი, რომელიც აჩვენებს, რომ $107,453-დან $114,000-მდე ზრდა ემთხვევა Bitcoin-ის ოთხსაათიანი ღია ინტერესისა და კუმულაციური მოცულობის დელტას პოზიტიურ ზრდას. ეს ზრდა BTC-ის საფინანსო განაკვეთის (funding rate) მატებასთან ერთად მოხდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცვლილება ფიუჩერსების ბაზრებმა განაპირობა.

Bitcoin-ის ღია ინტერესი და კუმულაციური მოცულობის დელტა. წყარო: Hyblock

The analysts said that as Bitcoin price re-establishes itself in a post-sell-off range, traders will begin to target the largest liquidity zones, a dynamic that played out today as BTC price absorbed topside liquidity in the $114,000 to $115,000 range. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გაყიდვების შემდგომ, Bitcoin-ის ფასის ხელახლა განსაზღვრის შემდეგ, ტრეიდერები უმსხვილეს ლიკვიდურობის ზონებს ამოიღებენ მიზანში. ეს დინამიკა დღესაც გამოვლინდა, როდესაც BTC-ის ფასმა $114,000-დან $115,000-მდე დიაპაზონში ზედა ლიკვიდურობა შთანთქა.

BTC/USDT-ის ლიკვიდურობის ინტენსივობის რუკა. წყარო: Hyblock

While the data suggests that traders are becoming more comfortable with adding risk, Cointelegraph technical analyst Rakesh Upadhyay said, “Sellers are expected to continue closing profitable positions at intra-day range highs,” while bulls are expected to defend the $107,000 support. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრეიდერები უფრო მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს რისკის დამატებისას, Cointelegraph-ის ტექნიკური ანალიტიკოსი, რაკეშ უპადჰიაი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია, გამყიდველებმა შიდადღიური დიაპაზონის მაქსიმუმებზე მომგებიანი პოზიციების დახურვა გააგრძელონ.

ეს სტატია არ შეიცავს საინვესტიციო რჩევას ან რეკომენდაციას. ნებისმიერი საინვესტიციო და სავაჭრო სვლა რისკთანაა დაკავშირებული და მკითხველები გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ მოკვლევას უნდა დაეყრდნონ.