საინვესტიციო გიგანტის, VanEck-ის მონაცემებით, Bitcoin-ის მაინერების ვალი სულ რაღაც ერთ წელში $2.1 მილიარდიდან $12.7 მილიარდამდე გაიზარდა — ისინი AI-სა და Bitcoin-ის წარმოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იბრძვიან.
VanEck-ის ანალიტიკოსის, ნათან ფრანკოვიცის და ციფრული აქტივების კვლევის ხელმძღვანელის, მეთიუ სიგელის თქმით, უახლეს მოწყობილობებში მუდმივი ინვესტირების გარეშე, გლობალურ ჰეშრეითში მაინერების წილი მცირდება, რაც, თავის მხრივ, ყოველდღიურად მოპოვებულ Bitcoin-ის (BTC) წილსაც ამცირებს.
“ეს იმიტომ ხდება, რომ მაინერების შემოსავლის სანდოობის შეფასება რთულია, რადგან ისინი თითქმის მთლიანად Bitcoin-ის სპეკულაციურ ფასზე არიან დამოკიდებულნი“, — ამბობენ ფრანკოვიცი და სიგელი.
კრიპტო მაინერები AI-ის მიმართავენ
Bitcoin-ის მაინერების მზარდი რაოდენობა შემოსავლის ნაკადების დივერსიფიცირებას ახდენს და ენერგეტიკული სიმძლავრის ნაწილს AI-ის და HPC-ჰოსტინგის სერვისებისკენ მიმართავს 2024 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც მაინინგის ჯილდო 3.125 Bitcoin-მდე შემცირდა და საერთო მოგებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
“ამით მაინერებმა უზრუნველყვეს უფრო პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები, რომლებიც გამყარებულია მრავალწლიანი კონტრაქტებით. ამ ფულადი ნაკადების ფარდობითმა პროგნოზირებადობამ მაინერებს საშუალება მისცა, გამოეყენებინათ სასესხო ბაზრები, რითაც შეძლეს შემოსავლების დივერსიფიცირება Bitcoin-ის სპეკულაციური და ციკლური ფასებისგან და შეამცირეს კაპიტალის საერთო ღირებულება”, - აღნიშნეს ფრანკოვიცმა და სიგელმა.
ცნობისთვის, ოქტომბერში Bitfarms-მა $588 მილიონი ისესხა HPC-ისა and AI-ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში, TeraWulf-მა კი $3.2-მილიარდიანი უზრუნველყოფილი სესხი აიღო ნიუ-იორკში მონაცემთა ცენტრის განვითარებისთვის.
AI-ზე გადასვლა Bitcoin-ის ქსელს საფრთხეს არ უქმნის
მაინერები Bitcoin-ის ქსელის ხერხემალია. ისინი ახდენენ Bitcoin-ის ყველა ტრანზაქციის ვალიდაციას და მათ ახალ ბლოკებში ჩაწერას. რაც უფრო მეტი მაინერი მონაწილეობს, მით უფრო მაღალია ჰეშრეითი, ეს კი ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოებას.
ფრანკოვიცისა და სიგელის თქმით, მაინერების მიერ ფოკუსის გატანა AI-სა და HPC-ჰოსტინგზე საფრთხეს არ უქმნის ქსელის ჰეშრეითს.
“Bitcoin-ის მაინინგი არის მარტივი გზა, სწრაფად მოხდეს ჭარბი ელექტროენერგიის მონეტიზაცია დისტანციურ ან განვითარებად ენერგეტიკულ ბაზრებზე. ეს ეფექტურად ეხმარება მონაცემთა ცენტრების განვითარებას, რომლებიც შექმნილია AI-ის, HPC-ის კონვერტირებადობის გათვალისწინებით“, — განაცხადეს მათ.
მაინერები ხარჯების შემცირების გზებს ეძებენ
ამავდროულად, მაინერების ნაწილი იკვლევს მეთოდებს ჭარბი ელექტროენერგიის სიმძლავრის მონეტიზაციისთვის AI-სერვისებზე დაბალი მოთხოვნის პარალელურად.
ფრანკოვიცის და სიგელის თქმით, ამან, შესაძლოა, მაინერებს საშუალება მისცეს, უარი თქვან სარეზერვო ელექტროენერგიის ძვირადღირებულ წყაროებზე, როგორიცაა დიზელის გენერატორები.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ თეორიის დონეზე რჩება, ვფიქრობთ, ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იქნება Bitcoin-სა და AI-ს შორის არსებული უნიკალური სინერგიის განვითარება, რაც გამოიწვევს კაპიტალის (როგორც ფინანსური, ასევე ელექტროენერგიის) გამოყენების უფრო მაღალ ეფექტურობას“, - აღნიშნეს მათ.