სტატია განახლდა 11 ნოემბერს (12:08 p.m. UTC) და დაემატა აბზაცი Ether-ისა და Solana-ს ETF-ების ინვესტიციების შესახებ.
Bitcoin-ის გაცვლით სავაჭრო ფონდებზე (ETF) მოთხოვნის ნაკლებობა შეშფოთებას იწვევს კრიპტოვალუტის პერსპექტივებთან დაკავშირებით წლის დარჩენილი პერიოდისთვის, მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის მთავრობა უახლოვდება 41-დღიანი “შათდაუნის” დასრულებას.
ორშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა დაფინანსების პაკეტი, რითაც კონგრესი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა “შათდაუნის“ დასრულებას. CBS News-ის ცნობით, კანონმდებლობას ახლა წარმომადგენელთა პალატაში უნდა უყარონ კენჭი, რაც შესაძლოა ოთხშაბათსაც მოხდეს.
Military Times-ის ცნობით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თუნემ ორშაბათს სენატის შეხვედრაზე თქვა, რომ, იმედია, კანონპროექტის მიღებას “საათები დასჭირდება და არა დღეები“.
მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, სპოტ Bitcoin (BTC) ETF-ებში ინვესტიციები ორშაბათს თითქმის უცვლელი დარჩა და Farside Investors-ის მონაცემებით, შემოდინებამ მხოლოდ $1.2 მილიონი შეადგინა.
“მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის “შათდაუნი“ თითქოს სრულდება და S&P-სა და ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, Bitcoin-ის ETF-ებზე გუშინ მოთხოვნა არ გაზრდილა“, — განაცხადა Capriole Investments-ის დამფუძნებელმ, ჩარლზ ედვარდსმა და დასძინა, რომ “ეს არ არის დინამიკა, რომლის გაგრძელებაც გვსურს”.
”რისკიან აქტივებზე, როგორც წესი, ძლიერი მოთხოვნაა ”შათდაუნის” შემდგომ კვირებში. მაგრამ ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის”, — დაწერა ედვარდსმა X-ზე.
Standard Chartered-ის ციფრული აქტივების გლობალურმა კვლევითმა ხელმძღვანელმა, ჯოფ კენდრიკმა Cointelegraph-ს განუცხადა, რომ ETF-ის შესყიდვები Bitcoin-ის იმპულსის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო 2025 წელს.
Cointelegraph 28 ოქტომბერს იტყობინებოდა, რომ BlackRock-ი იყო ერთადერთი ETF ემიტენტებს შორის, რომელსაც, წლიურ ჭრილში, დადებითი ბალანსი ჰქონდა და $28.1 მილიარდი მოიზიდა, ხოლო სხვა ემიტენტებმა $1.27 მილიონის გადინება დააფიქსირეს.
ანალიტიკოსები ამას შუა ციკლის კონსოლიდაციას უწოდებენ და არა Bull მარკეტის დასასრულს
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინვესტორი Bull მარკეტის ციკლის დასრულებით შეშფოთებულია, Bitfinex ბირჟის ანალიტიკოსები ამას ”შუა ციკლის კონსოლიდაციის ფაზად” მიიჩნევენ.
”ამჟამინდელი კორექტირება საოცრად ჰგავს 2024 წლის ივნისისა და 2025 წლის თებერვლის დროინდელ სტრუქტურებს. ორივე შემთხვევაში, ეს იყო გარდამტეხი მომენტები, როდესაც Bitcoin-ი ბალანსდებოდა აღდგენასა და შემცირებას შორის”, — განუცხადეს ანალიტიკოსებმა Cointelegraph-ს.
აღსანიშნავია, რომ BTC-ის მიწოდების დაახლოებით 72% კვლავ მოგებაში იყო, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი $100,000-მდე დაეცა, რაც შუა ციკლის კონსოლიდაციის სიგნალია, მაგრამ, როგორც Bitfinex-ის ანალიტიკოსები განმარტავენ, სრულფასოვან აღდგენას ”განახლებული შემოდინებები” დასჭირდება ინსტიტუციური და საცალო მოთამაშეებისგან.
სხვა კრიპტო ETF-ების გათვალისწინებით, ორშაბათს Ether-ის (ETH) ETF-ებიც უცვლელი იყო, მაშინ როდესაც Solana-ს (SOL) ETF-ებმა $6.8 მილიონის ინვესტიცია მიიზიდა, რითაც, Farside Investors-ის თანახმად, დადებითი შემოდინებების ზედიზედ მე-10 დღე დააფიქსირა.
