კრიპტოანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ Bitcoin-ის (BTC) ფასი შეიძლება 50-კვირიან მცოცავ საშუალომდე დაეცეს, რის შემდეგაც კვლავ ზრდა დაიწყება. მათი პროგნოზი ნასესხები კაპიტალის მოცულობასა და ისტორიულ მაგალითებს ეფუძნება.
კრიპტობაზრის ანალიტიკოსები ისტორიული ნიმუშების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სანამ კრიპტოს ბაზარი აღდგენას დაიწყებს, Bitcoin-მა, შესაძლოა, $104,000-ის ფარგლებში კიდევ ერთი „საბოლოო ვარდნა” განიცადოს.
ანალიტიკოსების თქმით, ამ ნიშნულმა უკვე ოთხჯერ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი 2023 წლის შუა რიცხვებში ბაზრის აღდგენის დაწყებამდე.
ანალიტიკოსი Sykodelic-ი აღნიშნავს, რომ ბაზარზე კვლავ დიდი რაოდენობით ნასესხები კაპიტალია, ხოლო $104,000-ის ფარგლებში ლიკვიდურობის კლასტერია კონცენტრირებული.
“ვიცი, რომ არც ერთ მფლობელს არ ესიამოვნება ამის მოსმენა, მაგრამ დიდი შანსია, ასე მოხდეს. ბაზარზე მდგომარეობის შემოტრიალებამდე ყოველთვის ცუდი განწყობებია, როგორც ახლა, მაგრამ როცა ფასი კონკრეტულ დონემდე ჩამოდის, ყველაფერი მყისიერად იცვლება”, - აღნიშნავს Sykodelic-ი.
ბაზარზე ბოლო ორ შემთხვევაშიც ასე მოხდა, როდესაც BTC-ის ღირებულება 2025-ის აპრილში $74,000-მდე, ხოლო 2024-ის აგვისტოში $49,000-მდე შემცირდა.
კორექციის საბოლოო ფაზები
სხვა ანალიტიკოსებიც, მაგალითად, Negentropic, ამ სენტიმენტს იზიარებენ და ამბობენ, რომ ეს იქნება საბოლოო ვარდნა.
“ჩვენ სექტემბრის კორექციის საბოლოო ფაზების გამეორებას ვხედავთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად მოგება ნაკლებად ინტენსიურია”, - ამბობს ის.
ანალიტიკოსმა დასძინა ისიც, რომ მიმდინარე მდგომარეობა “გზას ხსნის $102,000-მდე” და ძალიან ახლოს ვართ უფრო დიდ შემობრუნებასთან.
“ბიტკოინის ეს ვარდნა შეიძლება ბუნებრივი კორექციის ნაწილი იყოს. მოგების ფიქსაციამ და მაკროეკონომიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება ბიტკოინი $104,000-მდე დასწიოს, თუმცა ფუნდამენტური ფაქტორები და ინსტიტუციური ინტერესი კვლავ ძლიერია — რაც ზრდის ბაზრის განახლების შანსებს”, - ამბობს LVRG Research-ის დირექტორი ნიკ რაკი.
ბიტკოინი წინააღმდეგობის ზონაშია
ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასი შედარებით სტაბილურია და $108,000-იან დონესთან ახლოს მოძრაობს — ზონაში, რომელიც ადრე მხარდაჭერის იყო, ახლა კი წინააღმდეგობისაა.
კვირის დასაწყისში ფასი დროებით გაიზარდა $113,000-მდე, თუმცა მალევე ჩამოვიდა $107,000-მდე, შემდეგ კი $108,000-ის ფარგლებში დამკვიდრდა. ამჟამად ბაზარი ელოდება, როდის დასრულდება კორექციის ფაზა.