Cointelegraph
Savannah FortisSavannah Fortis

AI-ტრეიდინგ ბოტების პოპულარობა იზრდება — ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ისინი "ფულის საბეჭდი მანქანები" არაა

კრიპტო ბაზრებზე პოპულარობას იძენს AI-ტრეიდინგ ინსტრუმენტები, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ უმეტესობას არ ესმის, როგორ მუშაობს ეს მოდელები და რა არის მათი რეალური რისკები.

AI-ტრეიდინგ ბოტების პოპულარობა იზრდება — ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ისინი "ფულის საბეჭდი მანქანები" არაა
ახალი ამბები

AI-ტრეიდინგ ბოტები კრიპტო ბაზრებზე სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რაც შერეულ განწყობებს იწვევს იმ ტრეიდერებში, რომლებიც თავიანთი სტრატეგიების ავტომატიზაციას ცდილობენ. ინდუსტრიის ექსპერტები კი ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობას ჯერ კიდევ არ ესმის, რა შეუძლია ან არ შეუძლია ამ ბოტებს და რატომაა ისინი განსხვავებული ისეთი ზოგადი დანიშნულების ხელსაწყოებისგან, როგორიცაა ChatGPT.

Byte-Sized Insight-ის ამ კვირის ეპიზოდი განიხილავს AI-ტრეიდინგ ინსტრუმენტების პოპულარობის ზრდას, მათთან დაკავშირებულ აჟიოტაჟსა და იმ რისკებს, რომლებიც ინვესტორებმა უნდა გაითვალისწინონ, სანამ თავიანთ კაპიტალს ავტომატიზებულ სისტემებს ანდობენ.

ბაზრის დამარცხება

Glassnode-ის გაყიდვებისა და კვლევის ხელმძღვანელი, ბრეტ სინგერი და Cindicator-ის მთავარი ფინანსური ოფიცერი და პარტნიორი, Stoic.AI-ის დამფუძნებელი, ნოდარ კოლმახიძე უშუალოდ მუშაობენ AI-ზე დაფუძნებული სტრატეგიების შექმნისთვის საჭირო მონაცემებსა და ალგორითმებზე.

სინგერი განმარტავს, რომ ვაჭრობაში AI-ის რეალური ძალა არა ჯადოსნური გადაწყვეტილების მიღება, არამედ მონაცემთა დამუშავებაა.

“ადამიანები ქმნიან იმ მოდელებს, რომლებსაც შეუძლიათ შეისწავლონ მონაცემთა ბაზები და შეიმუშაონ სავაჭრო სტრატეგიები“.

სინგერმა ასევე აღნიშნა, რომ Glassnode-ის Claude-ზე მომუშავე ახალმა MCP-სერვერმა გაცილებით ხელმისაწვდომი გახადა ანალიტიკა, რადგან “მას შეუძლია პირდაპირ ჩვენი მონაცემთა ბაზიდან მიიღოს ინფორმაცია და უპასუხოს მართლაც რთულ კითხვებს წუთებსა და წამებში“.

მაგრამ სინგერი გვაფრთხილებს, რომ AI-ტრეიდინგ ბოტების უმეტესობა მაინც არასრულყოფილია რეალისტურ საბაზრო პირობებში და “უმეტესად, ისინი ბაზარს ვერ ამარცხებენ“.

ზოგადი vs სპეციალიზებული AI

ბაზრის დამარცხება შეიძლება არ იყოს ისეთი ზოგადი დანიშნულების AI-მოდელების მთავარი ძალა, როგორიცაა ChatGPT. ეს უფრო მეტად შესაძლებელია სპეციალიზებული ბოტის შემთხვევაში, რომელიც კონკრეტულად ამ ამოცანისთვისაა შექმნილი. კოლმახიძემ, რომელიც სპეციალიზებულ სავაჭრო AI-ს ქმნის, ზღვარი გაავლო ჩატბოტებსა და ბაზრებისთვის შექმნილ მოდელებს შორის.

“სპეციალიზებულ სავაჭრო მოდელებსა და ზოგად მიზნებს შორის დიდი განსხვავებაა“, — თქვა მან და აღნიშნა, რომ ტექსტზე გაწვრთნილი ჩატბოტისგან მომგებიანი სტრატეგიების განხორციელების მოლოდინი არარეალისტურია.

კოლმახიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბევრი AI-ტრეიდინგ ბოტებს მოგების ავტომატურ მანქანებად მიიჩნევს:

“ყველაზე დიდი შეცდომაა, მივიჩნიოთ, რომ AI-ბოტი ფულის საბეჭდი მანქანასავითაა... ეს ასე არ არის“.

საბაზრო რეჟიმები იცვლება და ყველაზე ძლიერი მოდელებიც კი შეიძლება სწრაფად ჩამოიშალოს არასტაბილურობისას. კოლმახიძის თქმით, აუცილებელია ფრთხილო მიდგომა და გრძელვადიანი შეფასების აუცილებლობა, რადგან ეს მოდელები კარგად წინასწარმეტყველებენ წარსულს, მაგრამ ვერა — მომავალს.

ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ AI ტრეიდერებს ვერ ჩაანაცვლებს, არამედ მათ შესაძლებლობებს გააძლიერებს. როგორც სინგერმა აღნიშნა, დღევანდელი AI ფუნქციონირებს როგორც “ასისტენტი ან სტაჟიორი, რომელსაც 24 საათის განმავლობაში მუშაობა შეუძლია“, მაგრამ მაინც საჭიროებს ადამიანურ განსჯას.

მოუსმინეთ Byte-Sized Insight-ის სრულ ეპიზოდს Cointelegrap-ის პოდკასტების გვერდზე, Apple Podcasts-ზე ან Spotify-ზე და არ დაგავიწყდეთ Cointelegraph-ის სხვა გადაცემების ნახვაც!